USD 2.7125
EUR 3.1517
RUB 3.3359
Тбилиси
რა ეღირება 6 ოქტომბერს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
дата:  80

6 ოქტომბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:

1 აშშ დოლარი – 2.7238 ლარი. გამყარდა 0.25 თეთრი;
1 ევრო – 3.1967 ლარი. გამყარდა 0.67 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6649 ლარი. გამყარდა 1.10 თეთრი;
1 თურქული ლირა – 0.0653 ლარი. გამყარდა 0.02 თეთრი;
100 რუსული რუბლი – 3.3152 ლარი. გამყარდა 3.74 თეთრი;
1000 სომხური დრამი – 7.1025 ლარი. გამყარდა 0.85 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6022 ლარი. გამყარდა 0.09 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა – 0.6601 ლარი. გამყარდა 0.01 თეთრი.

общество
შსს -ს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავეს - ჯამში დაკავებულია 44 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

უწყების თანახმად, სულ დაკავებულია 44 პირი, 4 კი მიმალვაშია.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ იმ პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

გამოძიების ფარგლებში, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ 8 პირი: ზ.ა., ⁠ა. დ., ⁠ი. ჩ.,⁠ ხ.გ., გ.ჩ., გ.მ., რ.მ., ი.დ., ხოლო 4 პირი მიმალვაში იმყოფება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად - შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სიახლეებს საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати