USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
რა ეღირება 23 ივლისს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
дата:  537

23 ივლისს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:

1 აშშ დოლარი 2.7106 ლარი. გამყარდა 0.07 თეთრი;
1 ევრო 3.1725 ლარი. გაუფასურდა 1.60 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6552 ლარი. გაუფასურდა 0.74 თეთრი;
1 თურქული ლირა 0.0671 ლარი. გამყარდა 0.00 თეთრი;
100 რუსული რუბლი 3.4603 ლარი. გამყარდა 0.57 თეთრი;
1000 სომხური დრამი 7.0533 ლარი. გამყარდა 1.01 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი 1.5941 ლარი. გამყარდა 0.02 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა 0.6489 ლარი. გამყარდა 0.11 თეთრი.

общество
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати