20 აგვისტოს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
1 აშშ დოლარი – 2.6981 ლარი. გაუფასურდა 0.13 თეთრი;
1 ევრო – 3.1530 ლარი. გაუფასურდა 0.23 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6486 ლარი. გამყარდა 0.39 თეთრი;
1 თურქული ლირა – 0.0660 ლარი. უცვლელად;
100 რუსული რუბლი – 3.3399 ლარი. გამყარდა 1.08 თეთრი;
1000 სომხური დრამი – 7.0375 ლარი. გაუფასურდა 0.27 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5866 ლარი. გაუფასურდა 0.08 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა – 0.6521 ლარი. გამყარდა 0.18 თეთრი.
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128