USD 2.7108
EUR 3.1508
RUB 3.4281
Тбилиси
რა ეღირება 15 ოქტომბერს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
дата:  72

15 ოქტომბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:

1 აშშ დოლარი – 2.7111 ლარი. გამყარდა 0.06 თეთრი;
1 ევრო – 3.1411 ლარი. გაუფასურდა 0.26 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6150 ლარი. გაუფასურდა 1.36 თეთრი;
1 თურქული ლირა – 0.0649 ლარი. გაუფასურდა 0.01 თეთრი;
100 რუსული რუბლი – 3.3584 ლარი. გაუფასურდა 1.68 თეთრი;
1000 სომხური დრამი – 7.0852 ლარი. გაუფასურდა 0.32 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5942 ლარი. გამყარდა 0.09 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა – 0.6516 ლარი. გაუფასურდა 0.06 თეთრი.

общество
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати