USD 2.7125
EUR 3.1517
RUB 3.3359
Тбилиси
რა ეღირება 1-ელ ივლისს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
дата:  289

1 ივლისის ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:

  • 1 აშშ დოლარი – 2.7227 ლარი. გამყარდა 0.09 თეთრი

  • 1 ევრო – 3.1910 ლარი. გაუფასურდა 0.28 თეთრი

  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7287 ლარი. გამყარდა 0.89 თეთრი

  • 1 თურქული ლირა – 0.0684 ლარი. გამყარდა 0.01 თეთრი

  • 100 რუსული რუბლი – 3.4642 ლარი. გაუფასურდა 0.33 თეთრი

  • 1000 სომხური დრამი – 7.0830 ლარი. გაუფასურდა 1.13 თეთრი

  • 1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6010 ლარი. გამყარდა 0.15 თეთრი

  • 10 უკრაინული გრივნა – 0.6516 ლარი. გამყარდა 0.17 თეთრი.

общество
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати