USD 2.7558
EUR 3.1259
RUB 3.2753
Tbilisi
ქვეყანაში სატვირთო ტრანსპორტის უსაფრთხო პარკირების ადგილების დეფიციტი შეინიშნება
Date:  288

საქართველოს საავტომობილო გზაზე, სადაც მრავალი  ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი გადაადგილდება, ხშირად წააწყდებით, გვერდულაზე გაჩერებულ სატვირთო მანქანების რიგს.

ასეთი რიგები, ხშირ შემთხვევებში გზებზე მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპოტის მოძრაობის შეფერხებას, შეზღუდულ მხედველობას, საწვავის გაზრდილ მოხმარებას და ჰაერის დაბინძურებას – ერთობლიობში კი საგზაო მონაკვეთებზე დაგროვილი სატვირთო ავტოტრანსპორტი საავარიო სიტუაციებს იწვევს.

პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს, წინასწარ დამტკიცებული სატვირთო ავტოტრანსპორტის საპარკინგე არეალების განთავსების სქემა.

წინასწარ დადგენილი საპარკინგე ადგილების მიხედვით, კერძო ბიზნესისათვის შეთავაზებული უნდა იქნეს საინვესტიციო წინადადებები, რაც საპარკინგე სივრცეების განვითარებისათვის ევროპაში ფართოდ გავრცელებულ მოდელს წარმოადგენს.

უფრო მეტიც, საქართველო ახლო მომავალში ვალდებული იქნება, დანერგოს და სრულფასოვნად აამოქმედოს ევროკავშირში აპრობირებული მძღოლების შრომის და დასვენების მონიტორინგის სისტემა.

მონიტორინგის სისტემა ითვალისწინებს, გადაბმული მოძრაობის დროის ამოწურვის შემდგომ, გარკვეული ინტერვალით სატრანსპორტო საშუალების საპარკინგე სივრცეში გაჩერებას, და მხოლოდ დასვენების შემდგომ მოძრაობის გაგრძელებას. ამ მიზნისთვის აუცილებელია ქვეყნის საავტომობილო გზების განფენილობაზე სატვირთო ტრანსპორტისათვის საპარკინგე სივრცეების შექმნა.

ბუნებრივია, ასეთ შემთვევაში ისმის კითხვა, არსებობს კი სახელმწიფოს მიერ წინასწარ შემუშავებული საპარკინგე არეალების განთავსების სქემა? ანდაც როდისთვის იგეგმება აღმოსავლეთ – დასავლეთ ავტობანზე მძღოლებისთვის განკუთვნილი, სერთიფიცირებული საპარკინგე არეალების მოწყობა? ასეთი საპარკინგე არეალების არარსებობის პირობებში, რამდენად გამართლებული იქნება მძღოლებს მოვთხოვოთ, კანონით დადგენილი შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა? საპარკინგე არეალების როგორი სტანდარტები არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში? ვინ უნდა განახორციელოს საპარკინგე ადგილების სერთიფიცირება? რა პრობლემებს აწყდებიან დაცულ და დაუცველ საპარკინგე არეალებში საერთაშორისო გადამზიდველები?

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც საავტომობილო გადამზიდავებმა უნდა გაითვალისწინონ, საქართველოს ტერიტორიაზე საპარკინგე არეალების არ არსებობის გამო, გადამზიდველი არღვევს შრომისა და დასვენების მონიტორინგის წესებს, ევროპულ სივრცეში მოხვედრის შემთვევაში, სატრანსპორტო პოლიციის მხრიდან მარტივად შეიძლება დაჯარიმდეს, იმის გამო, რომ მან გადაზიდვისას, საქართველოს ტერიტორიაზე დაარღვია შრომისა და დასვენების წესები.  

ყველა ამ კითხვაზე გთავაზობთ ჩვენი ორგანიზაციის ანალიტიკას.

საქართველოს ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში სადღეისოდ მხოლოდ ერთი, სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილი Trucks Parking Central სი ფუნქციონირებს.

პარკინგის ინფრასტრუქტურა 2024 წელს გაფართოვდა და 1150 ერთეულ სატვირთო ავტომობილზეა გათვლილი. აღნიშნული შუალედური ავტოპარკი ერთადერთია საქართველოს ტერიტორიაზე და ძირითადად ემსახურება ლარსის მიმართულებით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს.

2024 წელს Trucks Parking Central მა 150 000 ერთეული მანქანა გაატარა. საპარკინგე ტარმინალი ძირითადად ლარსის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების გატარებაზეა ორიენტირებული, მეტეოროლოგიურ პირობების გამო ხშირად კობი – გუდაურის გზაზე სატვირთო ავტომობილების გადადგილება  ეზღუდებათ და იქმნება საცობი.

ამ თვალსაზრისით საპარკინგე ტერიტორია შუამავალ მოსაცდელ არეალს წარმოადგენს სადაც შესაძლებელია მანქანების დაგროვება და შემდგომ პაკეტირებულად გაგზავნა.

კომპანია „ლგ ტრანსმა“ საპარკინგე არეალის  მშენებლობა / გაფართოებისთვის 14 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, 2025 წელს დამატებით2 მლნ ლარის ჩადებას გეგმავს.

სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილი Trucks Parking Central თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სივრცეა.

ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, ისიც შუალედური ფუნქციის მატარებელი საპარკინგე სივრცე საკმარისი არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ საპარკინგე სივრცეების დეფიციტი მხოლოდ საქართველოში არ არსებობს, ანალოგიური პრობლემა ევროკავშირის სივრცეშიც შეიმჩნევა.

2025 წლის მარტში ევროკავშირმა სატვირთო მანქანების უსაფრთხო პარკირების ქსელის განვითარების მხარდასაჭერად ახალი სტანდარტები და პროცედურები შეიმუშავა.

ევროკავშირის ბოლო ანგარიშის თანახმად ევროპის ქვეყნებში უსაფრთხო პარკირების არეალების SSTPA ს (Safe and Secure Truck Park Area) სერიოზულ დეფიციტი შეიმჩნევა.

ექსპერტთა მოსაზრებით, პარკირების ინფრასტრუქტურის განვითარებაში გაზრდილი ინვესტიციების მიუხედავად, საპარკინგე არიალების დეფიციტი, სავარაუდოდ – 2040 წლამდე შენარჩუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ SSTPA სტანდარტები უკვე დანერგილია რამდენიმე საპილოტე საპარკინგე ადგილზე, მათ შორის, ბეზიერში სამხრეთ საფრანგეთი, ბარსელონაში ესპანეთი და ლუგოიში რუმინეთში, ევროკავშირი საერთაშორისო საავტომობილო ორგანიზაცია IRU-სთან და გერმანიის ტექნიკურ ექსპერტთა საზოგადოება DEKRA-სთან ერთად, ავითარებს SSTPA – პარკირების ახალ სტანდარტებს.  

ევროკავშირის ბოლო ანგარიშში ხაზგასმულია შემდეგი ძირითადი გამოწვევები:

IRU – ს მონაცემებით, ევროპაშიტვირთების დატაცებით გამოწვეული წლიური ზარალი 6 – 7 მილიარდ ევროს შეადგენს.

გაჩერებული მანქანების უსაფრთხოება სერიოზული საზრუნავია სატრანსპორტო კომპანიებისა და მძღოლებისთვის. სატრანსპორტო კომპანიების 85 % დაუცველ ავტოსადგომებზე  ქურდობის და ვანდალიზმის მსხვერპლია.

დაცულ ავტოსადგომებზე ეს მაჩვენებელი 41% – მდეა შემცირებული, რაც უსაფრთხოების ზომების გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს.

ფართოდაა გავრცელებულია ტვირთის მათ შორის საწვავის ქურდობა, ასევე მესამე ქვეყნების მოქალაქეების ნახევარმისაბმელებში უკანონო შეღწევადობა. ხშირია შეიარაღებული ძარცვის შემთხვევები, რაც მძღოლების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

გერმანიაში ავტოსადგომებზე სატვირთო მანქანების ძარცვის მორიგი სერია მოხდა. დაზიანდა 7 სატვირთო მანქანა.

მ.წ. 18 მარტს ჰოლანდიური სატვირთო მანქანის მძღოლმა განაცხადა, რომ მის მანქანას თავს დაესხნენ უცნობი თავდამსხმელები და საქონელი მოიპარეს.

მან გააჩერა თავისი სატვირთო მანქანა 17 მარტს, Willrodaer Forst-ის ავტოსადგომზე A4 ტრასაზე, ფრანკფურტთან, დილით, მძღოლმა შენიშნა, რომ ლუქი გატეხილი იყო. მოპარული საქონლის ღირებულებამ  4400 ევრო შეადგენა.

19 მარტს, სატვირთო მანქანას ასევე დაესხნენ თავს კუჰბერგის ავტოსადგომზე, რომელიც ბერლინის სიახლოვეს A9 ტრასასთან მდებარეობს. ამ შემთხვევაში, თავდამსხმელებმა წინასწარ დააზიანეს ბრეზენტის ტენტი, რათა ნახევრადმისაბმელში შესაძლო ნაძარცვი შეემოწმებინათ.

ევროკავშირში პარკირების ზონების არათანაბარი განაწილება უსაფრთხოების პრობლემებს ამძაფრებს. პარკირების ადგილების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავეა ევროკავშირის პერიფერიებში, სადაც ინტენსიური სატვირთო მოძრაობაა.

ევროპის ბევრ რეგიონს აკლია სერტიფიცირებული დასასვენებელი ადგილები, რაც აფერხებს მძღოლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. შედეგად, სერიოზულ პრობლემად იქცა უკანონო პარკინგი და სარისკო გაჩერებები.

უსაფრთხო და კომფორტული ადგილების პოვნა სერიოზული პრობლემაა, ამიტომ მძღოლების წინაშე არსებული სირთულეები უარყოფითად აისახება მოძრაობის უსაფრთხოებაზე.

ევროკავშირის ინიციატივა პარკირების წინასწარი დაჯავშნის ელექტრონული სისტემის დანერგვა წარმოადგენს.

ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა, მაღალი ტრაფიკის ადგილებში ბევრ ავტოსადგომზე ართულებს ხელმისაწვდომი ადგილების პოვნას.

ციფრული პლატფორმების დანერგვამ პარკირების ადგილების დაჯავშნა და არსებულ პარკინგებზე უსაფრთხოების დონის ამაღლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მძღოლების სამუშაო პირობებს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა მიიღო პარკირების ქსელის განვითარების სპეციალური პროგრამა, ინვესტორები დაფინანსებას არ ჩქარობენ.

ბაზრის მონაწილე გადამზიდველები შიშობენ, რომ მძღოლებისთვის საპარკინგე ადგილების ნაკლებობის პრობლემა არ მოგვარდება.

ევროპის ქვეყნებში პარკირების ქსელის განვითარებისთვის ერთ – ერთ გამოსავლად ევროკავშირის სახსრების გამოყენება წარმოადგენს. კერძოდ, ევროკომისიის მიერ მიღებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, მომდევნო 5 – 7 წელიწადში 60 – 70 ათასი ახალი საპარკინგე ადგილის შექმნაა ნავარაუდევი, რომლის ღირებულება 1.5 მილიარდი ევრო დაჯდება.

ევროკომისია გეგმავს მნიშვნელოვანი თანხები ავტოსადგომების მოდერნიზაციისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად გამოყოს. ჯამში 178 მილიონი ევრო გადაეცემა კომპანიებს, რომლებიც გადაწყვეტენ შექმნან SSTPA სტანდარტის უსაფრთხო სატვირთო საპარკინგე არეალები.

SSTPA სტანდარტის წარმატებული განხორციელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა დასვენების ადგილების ნეიტრალური მონიტორინგის და სერტიფიცირების სისტემის  დანერგვას ენიჭება.

დასკვნის სახით – საქართველოს საავტომობილო გზებზე სატვირთო ტრანსპორტისათვის პარკირების ლოკაციების სქემის შემუშავება სახელმწიფოს პრეროგატივას განეკუთვნება, საავტომობილო ტრანსპორტის ინტენსიობის გათვალისწინებით აუცილებელი იქნება სათანადო კვლევის ჩატარება.სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოდ გასავლელად, სატვირთო ტრანსპორტისათვის აუცილებელი იქნება, პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ – დასავლეთ ავტობანის გასწვრივ მინიმუმ ორი სერთიფიცირებული საპარკინგე არეალის მოწყობა.

წყარო:https://transcor.ge/

 
culture
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way