USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Tbilisi
ქვეყანაში ხორბლის მაქსიმუმ 1 თვის მარაგია
Date:  969

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში 3.7 მლნ დოლარის ღირებულების 11 762 ტონა ხორბლის და მესლინის იმპორტი განხორციელდა. საიმპორტო მოცულობები წინა წლის იანვართან შედარებით თითქმის 60%-ით არის შემცირებული. 2022 წლის იანვარში ფქვილის იმპორტი კი გაიზარდა და ქვეყანაში 3 მლნ დოლარის ღირებულების 8 961 ტონა ფქვილი შემოვიდა. მთავარი საიმპორტო ქვეყანა ორივე პროდუქტთან მიმართებით რუსეთია (ფქვილი - 2.9 მლნ დოლარი, 8 889 ტონა; ხორბალი - 3.6 მლნ დოლარი, 11 396 ტონა).

საქართველოში ხორბლის იმპორტის შემცირება და ფქვილის იმპორტის ზრდა, რუსეთის მხრიდან მხოლოდ ხორბლის ექსპორტზე დაწესებულმა საბაჟო ტარიფმა წაახალისა. აღსანიშნავია, რომ ხორბლის და ფქვილის იმპორტის დისბალანსზე დარგის წარმომადგენლები გასული წლის სექტემბრიდან ალაპარაკდნენ და ამბობდნენ, რომ თუ ხორბლის იმპორტის კლების ტენდენცია გაგრძელდებოდა, რისკის წინაშე დადგებოდა ადგილობრივი წარმოების ოპერირება და სასურსათო მარაგების უსაფრთხოება.


დღემდე ხორბლის იმპორტი კლების ტენდენციით ხასიათდება. როგორც ფოთის მარცვლეულის ტერმინალის ხელმძღვანელი ქეთი კუბლაშვილი განმარტავს, წინა წელთან შედარებით საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ღირებულება შემცირებულია, თუმცა საქართველოში ფქვილი იმდენად დაბალ ფასად შემოდის, რომ ხორბლის შემოტანა ადგილობრივი წარმოებებისთვის რენტაბელური მაინც არ არის.

„ზოგადად თვიურად ხორბლის იმპორტი 45 000 ტონას აღწევდა ხოლმე, თუმცა წელს ჩვენ მხოლოდ 6 000 ტონის შემოტანა შევძელით. იქიდან გამომდინარე, რომ ფქვილი ძალიან დიდი რაოდენობით შემოდის, ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად ნოლზეა დასული. ფქვილი მანქანებით შემოდის და ხარისხი ძალიან დაბალია, ამიტომ ამ ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შემოდის ხორბლის ის მოცულობები, რაც ახლა გვაქვს, იმისთვის, რომ შემოტანილი ფქვილი ცხობისთვის გამოსადეგი გახდეს“, - განმარტავს ქეთი კუბლაშვილი.

მისი ინფორმაციით, 1 ტონა ხორბლის შეძენა 350 დოლარი ჯდება, საიდანაც 90 დოლარი რუსეთის მიერ დაწესებული საექსპორტო ბაჟია. სამაგიეროდ ამ გადასახადისგან თავისუფალია ფქვილის იმპორტი, რის გამოც ფქვილის შემოტანა უფრო ხელმისაწვდომი და ხელსაყრელია. ქეთი კუბლაშვილი ამბობს, რომ დარგი შესაბამის უწყებებთან მუდმივ კომუნიკაციაშია და საკითხის დარეგულირების მიზნით გადაწყვეტილების მიღებას თვის ბოლოსთვის ელის.

„არანაირი 2 თვის მარაგი აღარ გვაქვს. ყველაზე მინიმალური ხორბლის მარაგი გვაქვს ახლა. ვფიქრობთ, რომ მთლიანად ქვეყანაში მაქსიმუმ 35 000 ტონა ხორბალი გვქონდეს, რაც 1 თვის მარაგია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ ნაწილში აქტიური ზედამხედველობა მიმდინარეობს და ამოწმებენ იმპორტის სტატისტიკასაც და თავად ხედავენ, როგორი სავალალო მდგომარეობა გვაქვს ნაშთების მხრივ, საქმის კურსში არიან რატომ იკეტება წისქვილები და აქედან გამომდინარე გვპირდებიან, რომ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თებერვლის ბოლომდე მიიღებენ“, - აღნიშნა ქეთი კუბლაშვილმა.

World
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way