USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
ქვესადგური "წყალტუბო 500" გაიხსნა - პროექტის ღირებულება $19.8 მილიონია
თარიღი:  958

წყალტუბოში, ახალი ქვესადგური "წყალტუბო 500" გაიხსნა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 19.8 მილიონი დოლარია. ქვესადგურის გახსნის ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. "პროექტის განხორციელების შედეგად, გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება", - აღნიშნა კობახიძემ და დასწრე საზოგადეობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის გახსნა მიულოცა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ქვესადგურის, „წყალტუბო 500“-ის მშენებლობა დაასრულა.

წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. პროექტის განხორციელების შედეგად, გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, დასავლეთ საქართველოდან სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანა და ახალი ჰესების საქართველოს ენერგოსისტემასთან დაკავშირება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ზრდას და ქვეყნის ელექტროენერგიის როგორც საექსპორტო, ისე სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას.

პროექტის ღირებულებამ 19.8 მილიონი დოლარი შეადგინა. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 350 ადამიანი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. აღსანიშნავია, რომ პროექტი პასუხობს როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე მსოფლიო ბანკის გარემოსა და სოციალური სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა გარემოსდაცვით ვალდებულებას. ჩვენი მთავრობის მხარდამჭერი სქემების მეშვეობით, გაგრძელდება ენერგეტიკული სიმძლავრეების გაზრდა და განახლებადი ენერგიების რესურსების ათვისება. მათ შორის, „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში, განხორციელდება 80 კილომეტრამდე სიგრძის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის - „ჯვარი-წყალტუბოს“ მშენებლობა, რომლის საშუალებითაც ქვესადგური „წყალტუბო 500“ ქვესადგურ „ჯვარი 500-ს“ დაუკავშირდება“, - განაცხადა პრემიერმა.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის