USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
ქუთაისში რამდენიმე ტერიტორიაზე მიწის ფასი გაორმაგებული დაგვხვდა - Brokeri.ge
Date:  435

დედაქალაქში მიწის ნაკვეთების ბაზარი გააქტიურდა. უძრავი ქონების საბროკერო კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ ზაფხულის პერიოდში გაყიდვები წლიურად 20%-ით გაიზარდა. მოთხოვნა არსებობს, როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო მიწის ნაკვეთებზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დედაქალაქში საინვესტიციო მიწის ნაკვეთების დეფიციტია, მოთხოვნა კი მიწოდებას აჭარბებს, ფასი ამ ტიპის უძრავ ქონებაზე საკმაოდ გაიზარდა.

ბოლო წლებში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის გააქტიურებასთან ერთად ფასი გაიზარდა დიდ ქალაქებში არსებულ მიწის ფონდზეც. Brokeri.ge-ს მმართველი პარტნიორის ილია ინაშვილის თქმით, მაგალითად, ქუთაისში ზოგიერთ ტერიტორიაზე ფასი მინიმუმ გაორმაგებულია.

„თუ ვსაუბრობთ ისეთ დიდ ქალაქებზე, როგორიცაა ქუთაისი, ბათუმი, თელავი, აქ ყოველთვის იყო მაღალი მოთხოვნა მიწის ნაკვეთებზე. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ადრე თელავში და ქუთაისში კორპუსების მშენებლობა აქტუალური არ იყო და ბოლო 3 წლის განმავლობაში დაიწყო ამ ქალაქებში აქტიური მშენებლობები, აქედან გამომდინარე კომერციულ მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა, შესაბამისად, სოლიდურად გაიზარდა ფასებიც. მაგალითად, ქუთაისში რამდენიმე ტერიტორიაზე ფასები გაორმაგებული და გასამმაგებული დაგვხვდა, იმდენად მოთხოვნადია საკორპუსე მიწის ნაკვეთები აღნიშნულ ტერიტორიებზე.

სადაც გვქონდა 20 დოლარიანი სეგმენტი, დღევანდელი ფასი არის 60-65 დოლარი; ხოლო სადაც 80-100 დოლარის ფარგლებში იყო ფასი, დღეს არის 250-300 დოლარი”, - აცხადებს ილია ინაშვილი.

წყარო:https://bm.ge/

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way