USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
თარიღი:  652

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ახალი, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირების კონკურსი უკვე გამოაცხადა.

ინფორმაცია პარკის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან ერთად პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გააცნო.

პარკი მოეწყობა ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ, დაახლოებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე და მიზნად ისახავს ეკოლოგიურად მდგრადი, მრავალფუნქციური და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული სარეკრეაციო სივრცის შექმნას.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობაში  მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტს ახორციელებს. ჩვენი მხრივ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 80 ჰექტარს მოიცავს. დაგეგმილია დიდი რეკრეაციული სივრცის მოწყობა, ასევე აშენდება ქუთაისის სპორტის სასახლე. ვფიქრობთ, რომ ეს ტერიტორია მნიშვნელოვან ცენტრად იქცევა არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეიქმნას ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე საქართველოში  და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში“-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

ახალი პარკი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ტურისტული პოტენციალის ზრდას და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

პროექტის მიხედვით, პარკში მოეწყობა საბავშვო სათამაშო ზონები, სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკების ქსელი, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები. ასევე განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, პერგოლები, ჭადრაკის მაგიდები, სასმელი წყლის შადრევნები, დეკორატიული ტბები და შადრევნები. დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება ადგილობრივი სახეობების მცენარეებით.

პარკის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტოსადგომები, მათ შორის ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი ადგილები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, უსაფრთხოების და ვიდეო მეთვალყურეობის ინფრასტრუქტურა.

ახალი სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის