USD 2.7061
EUR 3.0936
RUB 3.3761
Тбилиси
ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში, დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის
дата:  654

ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: U9, U11, U13, U15 დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის 300-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

„I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები ევროპის და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების საგზურით დაჯილდოვდნენ ადგილის შესაბამისად.

ჩემპიონატის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეები დააჯილდოვეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზაზა ლომინაძემ და ქალაქ ქუთაისის ვიცე-მერმა, მამუკა ხიმშიაშვილმა.

ასპარეზობის საბოლოო ცხრილი:

9 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ლილე სვანაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) – 9 ქულა;

II ადგილი - სოფია ლიმარი (ლაგოდეხი; მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე) – 7,5 ქულა;

III ადგილი - ელისაბედ სიხარულიძე (თბილისი; მწვრთნელი შორენა მოდებაძე) – 6,5 ქულა;

9 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - ალექსანდრე ბერიშვილი (თბილისი; მაია ლომინეიშვილი) – 7,5 ქულა;

II ადგილი -ანდრია ყუბანეიშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი რამაზ ერაძე) – 7 ქულა;

III ადგილი - სანდრო თოფურია (ფოთი; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – 7 ქულა;

11 წლამდე გოგონები:

I ადგილი - მართა დოგრაშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი) – 7,5 ქულა;

II ადგილი - სარა სალთხუციშვილი (გურჯაანი; მწვრთნელი ლევან ბახტაძე) – 7 ქულა;

III ადგილი -მარიამ რეხვიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 6,5 ქულა;

11 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - ლაზარე ჩხარტიშვილი (ოზურგეთი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 7 ქულა;

II ადგილი -გიორგი წულაია (ფოთი; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – 7 ქულა;

III ადგილი - გიორგი კილაძე (თბილისი; მწვრთნელი ირაკლი კილაძე)- 7 ქულა;

13 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი მენაბდე)- 6,5 ქულა;

II ადგილი -ნინო ლიპარტია (ფოთი; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა)- 6,5 ქულა;

III ადგილი - ანასტასია ქუთათელაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ინგა კიკვიძე) -6,5 ქულა;

13 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - დავით თათვიძე (ქუთაისი; მწვრთნელი ირაკლი ახვლედიანი) – 7 ქულა;

II ადგილი - ლუკა ქუნთელია (თბილისი; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 7 ქულა;

III ადგილი -ლუკა გოგავა (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი) - 7 ქულა;

15 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ბარბარე აშოთია (ქუთაისი; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 8,5 ქულა;

II ადგილი -თეკლა კოღუაშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) – 7,5 ქულა;

III ადგილი - ლიკა ჩხარტიშვილი (თბილისი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 7 ქულა;

15 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - ერეკლე ტაბატაძე (თბილისი; მწვრთნელი ზურაბ სტურუა) – 8,5 ქულა;

II ადგილი - ანდრია კვირიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 6,5 ქულა;

III ადგილი - გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი) – 6 ქულა

ჩემპიონატის მთავარი ორგანიზატორი და ტურნირის დირექტორი, ალექსანდრე არსენიძე გახლდათ, ხოლო მთავარი მსაჯი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, ინგა კიკვიძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати