USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
თარიღი:  812
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუთაისში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
 
 ️ნიკეას ქუჩაზე დასრულდა დავით ხახალეიშვილის სახელობის მე-17 სპორტული სკოლის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით , განახლდა შენობის გარე იერ-სახე და ინტერიერი, მოეწყო ძიუდოს დარბაზები, სავარჯიშო ოთახები, გასახდელები, სველი წერტილები. სპორტული სკოლის რეაბილიტაცია 603465 ლარით დაფინანსდა რგპ ფონდიდან.
 
 კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას - ძიუდოს, ბერძნულ-რომაულს, თავისუფალს, სამბოს, 900 -მდე მოზარდი ეუფლება.
განახლებული დარბაზი გაიხსნა ქუთაისის ღია პირველობით ძიუდოში, 2012-2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის.
 
 ️მიმდინარეობს ნინოშვილის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სკვერში განახლდება საპარკე ინფრასტრუქტურა, შადრევანი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების და სარწყავი სისტემები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ძელსკამები, გაკეთდება ღობე და პანდუსები. პროექტის ღირებულებაა 1 250 812 ლარი და დაფინანსებულია რგპფ-ის მიერ.
 
 ️ნიკეას დასახლებაში გაკეთდა სრულიად ახალი ბალახის ჰოკეის სტადიონი, რომელიც ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისია. სტადიონის მოსაწყობად 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტი დააფინანსა სრიგპ-მა.
 
„დღეს კიდევ ერთი განახლებული სივრცე შეემატა ქუთაისის სპორტულ ინფრასტრუქტურას- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად , გავხსენით დავით ხახალეიშვილის სახელობის მე-17 სპორტული სკოლის ძიუდოს დარბაზი, რომლის რეაბილიტაციაც ახლახან დასრულდა.
 
 აქ მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები, შეძენილი იქნა ახალი ტატამი. ამით არ დასრულებულა აღნიშნული კომპლექური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია. მომდევნო ეტაპზე განახლდება სხვა დარბაზებიც. ასეთი მხარდაჭერა და ხელშეწყობა იმის საწინდარია, რომ ჩვენი ნორჩი სპორტსმენები არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ და ბევრჯერ გაგვახარებენ.
 
 ️დღესვე გავეცანით ნინოშვილის სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და დავათვალიერეთ ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, სრულიად ახალი ბალახის ჰოკეის სტადიონი.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის