USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Тбилиси
ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის ₾21-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
дата:  622

საქართველოს მთავრობამ ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისთვის 21 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. როგორც ცნობილია მთავრობა ადგილზე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ჯერ შენობის ტექნიკურად გამართვაა აუცილებელი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შენობის ელექტროგაყვანილობის სისტემას, გათბობა, გაგრილება კონდიცირების და სხვა შიდა კომუნიკაციების, მათ შორის ინტერნეტ კომუნიკაციის სისტემებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 20,980,777 ლარს შეადგენს.

ტენდერი შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ" გამოაცხადა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიაა. ტენდერში კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 12-17 ოქტომბრის პერიოდში შეეძლებათ.

ქუთაისის პარლამენტის შენობა პარლამენტის სესიებს 2012-2016 წლების განმავლობაში მასპინძლობდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ის სრულიად უფუნქციოდ დარჩა.

2023 წლის ივნისში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის პროექტი დააანონსა, თუმცა ის ირაკლი კობახიძის მთავრობამ 2024 წლის აგვისტოში ხელახლა დააანონსა. პროექტზე კიდევ ერთი პრეზენტაცია 2024 წლის 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი, სადაც მთავრობა მას კიდევ ერთხელ დააანონსებს.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати