USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
Date:  532
კულტურის მინისტრმა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. პროცესს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ირინე ლომინაძესთან და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორ გიორგი ვაჩნაძესა და მის მეუღლესთან, პიანისტ კიომი სუგიმურასთან, ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის გადახურვა, მონტაჟდება გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები; მიმდინარეობს ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენების სამონტაჟო სამუშაოები; დაწყებულია სცენისა და საორკესტრო ორმოს ბეტონის ფილის დასხმა; „შემოქმედებით“ კორპუსში დასრულებულია ახალი კედლების ამოყვანის პროცესი; დაწყებულია გალესვის სამუშაოები; სამაყურებლო დარბაზის სავარძლები კი რესტავრაციის პროცესშია.
ქუთაისის ოპერის აღორძინების საჭიროება კულტურის მინისტრის 2021 წლის 15 აპრილს ქუთაისის ოპერის თეატრში ვიზიტისას გამოიკვეთა, რის შემდეგაც დაიწყო აქტიური მუშაობა არაერთი მიმართულებით. პროექტის მოსამზადებლად, სამინისტროს დაფინანსებით, ჩატარდა თეატრის შენობის ძირეული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომელიც მოიცავდა არქიტექტურულ, კონსტრუქციულ, საინჟინრო, ინტერიერის დიზაინისა და სხვა ნაწილებს. რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა 2022 წლის 21 ოქტომბერს დასრულდა. 2022 წლის თებერვალში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია შპს „ჯორჯიან ჰაუსმა“. აკუსტიკის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის პროექტი, „ჯორჯიან ჰაუსის“ დაკვეთით, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფინურმა კომპანია „აკუკონმა“ შეიმუშავა, ქუთაისის ოპერის სარემონტო სამუშაოებს კი კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ ასრულებს.
ევროპული სტანდარტების შესაბამის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, რეაბილიტაციის შემდეგ, გამოჩენილი ქართველი მხატვრის, თეიმურაზ (მურაზ) მურვანიძის, შექმნილი ფარდა დაამშვენებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თეატრში 2025 წლის დასაწყისში დასრულდება.
ქუთაისის ოპერის აღორძინების პროექტის განხორციელების შედეგად თეატრის შენობა სრულად განახლდება და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება. ასევე, შესაბამისი ძალისხმევა იდება თეატრის ადამიანური რესურსის გასაძლიერებლად, მაღალი სტანდარტების საშემსრულებლო და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშესაწყობად.
 
tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way