USD 2.7523
EUR 3.1274
RUB 3.3392
Tbilisi
ქუთაისის მუხნარში“ ტყის აღდგენის ღონისძიებები იგეგმება
Date:  801
ქუთაისის მუხნარში“ ტყის აღდგენის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ტყის აღნიშნული ტერიტორია, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა, უნიკალური „იმერული მუხა” გხვდება, ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებმა და დაბინძურებამ მნიშვნელოვანად დააზიანა.
 
ეროვნული სატყეო სააგენტო „ქუთაისის მუხნარში” ტყის აღდგენის ღონისძიებებს 2018 წლიდან ახორციელებს. სანიტარიული ჭრების პარალელურად, განხორციელდა როგორც დარგვის, ისე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში, დატბორილ ტერიტორიაზე ჩატარდა სადრენაჟე სამუშაოები.
 
 
„ქუთაისის მუხნარის ტყესთან დაკავშირებით ჩვენ არა მხოლოდ ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ გეგმებს განვიხილავთ, არამედ ტერიტორიის განვითარების იმ მოდელს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას, ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. წელს დავიწყებთ ტერიტორიის შესწავლას, მომზადედბა რეკრეაციული განვითარების გეგმა, რაც კერძო სექტორის და ადგილობრივი მოსახლეობის დაინტერესებისთვის დამატებითი სტიმული იქნება”, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგნტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
 
დღეისათვის, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფართობი 270 ჰა-ს მოიცავს. დარგულია 9500-მდე ფოთლოვანი სახეობის ნერგი, მათ შორის, „წითელი ნუსხით“ დაცული იმერული მუხა. პერიმეტრი სრულადაა შეღობილი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვალსაჩინოა ბუნებრივი განახლების კარგი მდგომარეობა. სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი.
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way