USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ქუთაისის მერმა 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა
Date:  450

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა და 2023 წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

იოსებ ხახალეიშვილმა ქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და კულტურულ პროქტებზე გაამახვილა ყურადღება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების , არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ქალაქის მერმა ისაუბრა 2022 წელს განხორციელებულ პროექტებზე, მუნიციპალურ და საერთაშორისო პროგრამებზე , მიღწეულ შედეგებსა და დაძლეულ გამოწვევებზე.

გაიმართა მერის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის ამსახველი ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია.

 „2022 წელი ქუთაისისთვის იყო უამრავი ახალი პროექტის და პროგრამის განხორციელების წელი, რისი საშუალებაც მოგვცა გაზრდილმა ბიუჯეტმა. შევძელით გაგვეზარდა ყველა წარმატებული პროგრამის მოცულობა, დავაფინანსეთ რამდენიმე ახალი, მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის ისეთები, რომლებიც წლების მანძილზე იყო მოსახლეობის დაკვეთა. აქტიურად ჩავერთეთ საერთაშორისო პროგრამებსა და ინიციატივებში.

 დღეს სწორედ ეს ანგარიში წარვუდგინეთ საზოგადოებას, ერთად ვნახეთ საანგარიშო ვიდეო-რგოლი და 2023 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებსა და პროგრამებზეც ვისაუბრეთ. „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way