USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ქუთაისის აეროპორტმა საერთაშორისო რეიტინგებში მცირე ზომის აეროპორტებიდან საშუალო ზომის აეროპორტებს შორის გადაინაცვლა
Date:  414

მარიამ ქვრივიშვილი: „საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს, რომ ქუთაისის აეროპორტი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია“.

ქუთაისის აეროპორტმა საერთაშორისო რეიტინგებში მცირე ზომის აეროპორტებიდან საშუალო ზომის აეროპორტებს შორის გადაინაცვლა.
 ACI Europe-ს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91%-ით გაიზარდა, რის შემდეგაც მცირე აეროპორტებიდან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში მოხვდა, ხოლო 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა, მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით - საუბარია ACI წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 10 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.
2023 წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ახალი რეკორდი დაამყარა და 1 600 000 -ზე მეტ მგზავრს უმასპინძლა.

ქუთაისის აეროპორტში 37 მიმართულებით ხდება პირდაპირი საჰაერო ფრენების ოპერირება, საიდანაც 28 არის ევროპული მიმართულება. ამასთან, მიმდინარე წელს დაგეგმილია აერპორტის კიდევ უფრო მეტად გაფართოება და მისი გამტარუნარიანობის გაზრდა.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way