USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
ქუთაისი საქართველოში მოსახლეობის რაოდენობით უკვე მეოთხე ქალაქია
дата:  2983

ქუთაისი საქართველოში მოსახლეობის რაოდენობით უკვე მეოთხე ქალაქია.

ყველაზე დიდი ქალაქების სამეული ასეთია: თბილისი, ბათუმი, რუსთავი.

წლების განმავლობაში ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით თბილისის შემდეგ მეორე ქალაქი იყო, ბათუმის განვითარების შემდეგ მესამე ქალაქი გახდა, ახლა კი სამეულში ქუთაისის ნაცვლად რუსთავია.

ერთ დროს საპარლამენტო ქალაქს მოსახლეობა ყოველდღიურად ტოვებს.

სამსახურის დეფიციტი, დაბალი ანაზღაურება და მომავლის პერსპექტივის არ არსებობა – ეს ის ფაქტორებია, რის გამოც ქუთაისელები ქალაქიდან მიდიან.

რამდენიმე თვის  წინ ქუთაისელებმა მოსახლეობის მასობრივი გადინების გამო ჩემოდნების აქცია პერფორმანსიც გამართეს და ქალაქში არსებული მწვავე პრობლემები გააჟღერეს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტში 129 300 ადამიანი ცხოვრობდა. 2021 წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 134 400 შეადგენდა, 2020 წელს 135 200-ს, 2019 წელს – 138 200 ადამიანს.

წყარო:https://infoimereti.ge

мир
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати