USD 2.6751
EUR 3.1561
RUB 3.4801
Тбилиси
ქუთაისელ ებრაელთა „საიდუმლო სავაჭრო ენა“
дата:  2962

მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დამდეგს, საგუბერნიო ქალაქში  აღებ-მიცემობისა და სავაჭრო ურთიერთობის  განვითარების პირობებში, შეიქმნა  ქუთაისელ ებრაელთა „საიდუმლო-სავაჭრო ენა“. ამ  თავისებური,  პირობითი ენის  დანიშნულებას, უმთავრესად,  კლიენტებისაგან  ვაჭრობის საიდუმლოს დაცვა წარმოადგენდა.

 როგორც მკვლევარი ილია პაპისიმედოვი  აღნიშნავდა,  თვით ებრაელები ამ ჟარგონულ მეტყველებას „ყივრულს“ უწოდებდნენ, რაც დაკავშირებულია სიტყვასთან  "ყიბრი". მას დიდი გამოყენება ჰქონდა ვაჭართა შორის და,  უმთავრესად,  შეამხანაგებული ებრაელი ვაჭრები  მიმართავდნენ  საჯარო ბაზრობებზე,  ზოგადად ებრაელთა საყოფაცხოვრებო მეტყველებაში კი შედარებით მცირე, თუმცა გარკვეული ადგილი ეჭირა. ზოგიერთ სიტყვასა და გამოთქმას ქართული მოსახლეობაც იყენებდა.

მაინც, რას წარმოადგენდა  „საიდუმლო-სავაჭრო ენა?“ეს იყო   ებრაული სიტყვების ძირებზე  ქართული პრეფიქს-სუფიქსების დართვით   მიღებული ლექსიკური ერთეულები.

ილია პაპისიმედოვს მაგალითად მოჰყავს“ვისოხარე.“ ქართული გაგებით  ეს  სიტყვა  ნიშნავს:““ვივაჭრე.“ მკვლევარის  თქმით, ის  წარმოებული უნდა იყოს  ძველი ებრაული სიტყვისაგან“სოხერ“ - ვაჭარი. ამ შემთხვევაში,  პაპისიმედოვის აზრით, სიტყვის ძველებრაულ ძირს დაერთვის „ვი“ და „ე“ ქართული აფიქსები. ასეთივე ფორმითაა გადმოცემული სიტყვა  „გავხრიდე“, რაც ქართული გაგებით  ნიშნავს:“გავყიდე“. სიტყვა  „მოვატოვე“ ნიშნავს:“მოვატყუე.“  გარდა ამისა,  ზოგიერთი სიტყვა ხმარებულია  გადატანითი მნიშვნელობითაც. მაგ. სიტყვა „დაუადე“ ქართული გაგებით ნიშნავს:“მიეცი“. ის წარმოებული უნდა იყოს   ძველი ებრაული სიტყვისაგან“იად“, რაც  ნიშნავს  ხელს. მკვლევარ  ილია პაპისიმედოვს107  ასეთი ხმარებული სიტყვა და მისი ქართული შესატყვისი მოჰყავს თავის ნაშრომში. მათ შორის: აამსევრე (აიღე, აიყვანე), გაამსევრე (გაატანე), გაშეყერდა (გადაიფიქრა),დააფანიერე (დამალე), დააგანაბა(მოიპარა), დალეხდა (წავიდა),დავაქამე (მოვატყუე),დავლაილავდეთ (დავბინავდეთ, ღამე გავათიოთ),დაჩიშმე (გასინჯე, შეხედე),ეთომარე (ელაპარაკე), ლევანი (თუმანი),მამონი(საქონელი, ქონება),მოუბრიდე(მოუხიე, მოუჭერი),  სათოხლავი (საჭმელი),სეფერი (სავაჭრო მოწმობა, პირადობა),ქელები (ძაღლი. გადატ. მნიშვნელობით - პოლიციელი, სააქციზოს ჩინოვნიკი),შეკერი(ტყუილი),ქესეფი (ფული), ქოჩაქი (ცუდი, უვარგისი),  მოუგადოლე (მოუგე) , მოსატოვებელი (მიამიტი,  იოლად მოსატყუებელი მუშტარი) და სხვა. 

მკვლევარი  მიუთითებს,რომ აღნიშნული სიტყვებისაგან შედგებოდა  მთელი რიგი მარტივი და რთული წინადადებანი. ზოგიერთ წინადადებაში  წევრებად  ჩართული იყო ქართული  სიტყვებიც. ამ  ლექსიკას  ბოლო პერიოდამდე  იყენებდნენ მოვაჭრე ებრაელები, .

ასე რომ, ქუთაისის არალეგარულ ბაზრობებზე, შაუმიანსა და სხვა ქუჩებში ბოლო პერიოდამდე  გაისმოდა ეს ნართაული ფრაზები:

-ყატონი არ დაუქამო! (კაპიკი არ დაუკლო!)

- შენს მამონს მე მივხრიდი და, რასაც მოუგადოლებ, სავახეზო იყოს!(შენს საქონელს მე მივყიდი და, რასაც მოვუგებ, სანახევრო  იყოს!)

- ჩემი მუშტარი გამიშეყერა და ვერც თითონ მიხრიდა (ჩემი მუშტარი ჩამომაცალა... გადაიბირა და ვერც თვითონ მიჰყიდა).

- დღეს ტობათ ვისოხარე, მაგრამ სეფერი არ მიეშამდა  და ქელებმა  შოხადი წამართვა (დღეს კარგად ვივაჭრე, მაგრამ პატენტი არ მქონდა და  ძაღლმა (მილიციელმა)  ქრთამი წამართვა).

ქართულ-ებრაული  სიტყვებისაგან მიღებული სლენგი განსაკუთრებით პოულარული იყო  მეოცე საუკუნის 60 -70--იანი წლების ქუთაისელი ახალგაზრდობის  გარკვეულ  ნაწილში, მეტადრე - ვაჟებში.   ისინი ისე სრულყოფილად ფლობდნენ  ოდესღაც  „საიდუმლო - სავაჭრო“ ენის ნიმუშებს, რომ  სოციუმის ყველა ფენაში , ყველა ასაკობრივ კატეგორიაში  თამამად  გაისმოდა.  თავიანთ პრიორიტეტულობას,  ასე ვთქვათ, „გამოსულობას“  ახალგაზრდობის ეს ნაწილი სწორედ   ამ ლექსიკის გამოყენებით  და ჟარგონზე თავისუფლად მეტყველებით უსვამდა ხაზს. ასე რომ, ნაშა, გიმელი, განაბი, მიამსევრე,  დაბრიდე,  ჩათოხლა, ეთომარე, დავიადე და მსგავსი სიტყვები  ის  სლენგი იყო, რომელსაც ქუთაისელი ახალგაზრდობის   ამ ნაწილის ყოველდღიურ მეტყველებაში თარგმნა  არ სჭირდებოდა.

ებრაელთა დიდი ალიის შემდეგ, ანუ ქალაქში ებრაული მოსახლეობის შემცირების მერე,   თაობებში იკლო ამ ლექსიკის გამოყენებამ. ახლა იშვიათად, თუმცა მაინც გვხვდება შემორჩენილი ყივრულ -ქართული ლექსიკური ერთეულები.

ვფიქრობთ,  ეს თემა ენათმეცნიერთა შესწავლის საგანი შეიძლება გახდეს- სლენგში დაცული ფონეტიკური მოვლენებისა და სხვა საინტერესო ენობრივი მონაცემების გამო.

( ფრაგმენტები  ნანული ცხვედიანის  ნაშრომიდან "ებრაელები ქუთაისში". 2018. წაკითხულია მე-10 საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენციაზე ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში.)

общество
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 25 თებერვალი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ბოლშევიკურირუსეთის არმიამ აიღო თბილისი, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სასტიკი და სისხლიანი კომუნისტური რეჟიმი დაამყარა საქართველოში. 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იუნკრების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა.კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, 23 თებერვალი კი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

იუნკერთა სამხედრო სკოლა 1919 წლის აგვისტოში გაიხსნა გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ.  სამხედრო ხელოვნებას სულ 182 იუნკერიეუფლებოდა (“იუნკერ”  გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ- ოფიცერს ნიშნავს).

 ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია. 

სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. 1920 წლის მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროში აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა.

1921 წელს კი იუნკერები ბრძოლაში 17 თებერვალს ჩაერთნენ, ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება მამაც იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს.

ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.როდესაც გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანება გასცა იუნკრებს უკან დაეხიათ, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ უკან დახევის მაგივრად თავის ოფიცრებს უბრძანა ხიშტებით მოეგერიებინათ მოწინააღმდეგე და იერიშზე გადასულიყვნენ. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ტყვიამფრქვევისკენ. მოიერიშეებს მალევე გამოეყო, 22 წლის შალვა ერისთავი. მან საოცარი სისწრაფით აირბინა აღმართიდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს.

გაზეთი „ერთობა“ წერდა „20 და 21 თებერვალს ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის.“

თუმცა, შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ 10 იუნკერთან ერთად იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკანდახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა.მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. “

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ იუნკერთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესისათვის ხელი შეეშლა" იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати