USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
თბილისი
ქურაშის უძველესი ოთხთავი რესტავრაციის შემდეგ სვანეთს დაუბრუნდა
თარიღი:  
მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის თემის სოფელ ქურაშს დაუბრუნდა რესტავრირებული მე-12 საუკუნის ხელნაწერი - ქურაშის ოთხთავი.
მესტიის მუნიციპალიტეტის ანსამბლ „რიჰოს“ მიერ შესრულებული წმინდა გიორგის ძველი სვანური საგალობლის თანხლებით ქურაშის წმინდა გიორგის ტაძარში სახარების მიბრძანებას, სიწმინდის მცველებთან, თემის წარმომადგენლებთან, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, ვიქტორ ჯაფარიძე და გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი, ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიის უფროსი თამილა აფაქიძე და სვანეთის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივ თემს - ნდობის, ეროვნული არქივის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს კი თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
ეცერის თემის წარმომადგენლებსა და ეროვნულ არქივს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, რომლის ხელმომწერებიც, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, არიან სოფლის, მუნიციპალიტეტისა და სვანეთის წარმომადგენლები, ასევე, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი და ვიქტორ ჯაფარიძე, ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივში 18 თვის განმავლობაში უტარდებოდა რესტავრაცია. ეს ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი ტექსტის რესტავრაციის მეორე შემთხვევაა.
2020-2021 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, რესტავრაცია ჩაუტარდა ლახამულის მე-12 საუკუნის ოთხთავს.
ქურაშის სახარებას, რომელიც სვანეთის მკვიდრთა უდიდესი მოწიწებისა და ზრუნვის საგანია, 2022 წლამდე არასდროს დაუტოვებია წმ. გიორგის ეკლესია, მაგრამ ხელნაწერს სრული განახლება სჭირდებოდა და მხარეებს შორის წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ნდობისა და საერთო მიზნის გათვალისწინებით, 2022 წლის ოქტომბერში ქურაშის ოთხთავი თბილისში ჩამოაბრძანეს.
ხელნაწერს დედაქალაქში ჩაუტარდა ყველა საჭირო სარესტავრაციო პროცედურა, რათა ის სვანეთმა კვლავ ღირსეულად შეუნახოს საქართველოს.
ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი წერილობითი ძეგლი XII-XIII საუკუნეების პალიმფსესტური ხელნაწერია, რომელშიც შესულია ოთხთავის გიორგი მთაწმინდელისეული რედაქცია მცირედი განსხვავებით და ახლავს ანდერძ-მინაწერები.
იგი რესტავრაციამდე ნახევრად დაშლილი იყო, არ ჰქონდა ყდა. წიგნის ყუა დაზიანებული იყო, ფურცლები კი - ბლოკიდან ამოვარდნილი, დაზიანებული და გახევებული. მათ ზედაპირზე ჰქონდა ყავისფერი ლაქები, ობისა და სოკოს ნადები.
რესტავრატორებმა ოთხთავის თითოეულ ფურცელს ჩაუტარეს დეზინფექცია, ფურცლები გაიწმინდა მშრალი და სველი მეთოდით, მოსცილდა მტვრის, ობის, სანთლისა და ჭუჭყის ნადები. გახევებული და დეფორმირებული თითოეული ფურცელი დარბილდა და გასწორდა. დაზიანებული კიდეები შეივსო ხელოვნური პერგამენტით.
წარსულში წიგნი არაერთხელ იყო დაშლილი, ამიტომ მასში დარღვეული იყო გვერდების მიმდევრობა.
ხელნაწერის ტექსტი შინაარსობრივად დალაგდა, გვერდები დაინომრა და ხელახლა აიკინძა, გაუკეთდა ახალი ყუა, ჩაისვა ტყავის ახალ ყდაში.
რესტავრაციის ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობდა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რის შედეგადაც გაუმჯობესდა უნიკალური ძეგლის დაცვის ხარისხი. ხელნაწერის შესანახად დამზადდა სპეციალური ყუთი.
ინფორმაციისთვის: ლახამულის უნიკალური ხელნაწერის რესტავრაცია, რომელიც 2020 წლის 26 მაისს ეროვნულ არქივში გადმოაბრძანეს, 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუშაობდნენ საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის თანამშრომლები. აღდგა ეტრატის ფურცლები, რომლებზეც დატანილია სხვადასხვა შინაარსის 22 მინაწერი. ფურცლები დარბილდა, მოშორდა მიწის ნაწილაკები და სანთლის ნაღვენთები, აიკინძა ძველი წესით და მოთავსდა ტყავის ყდაში. რესტავრაციისას სახარების ძველი ჭედური ყდის ქვეშ აღმოჩნდა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც სახარებასა და ყდასთან ერთად ლახამულაში დაბრუნდა. 2021 წელს განახლებული ლახამულის ოთხთავის სვანეთში დაბრუნება და წმინდა გიორგის ტაძარში საზეიმოდ დაბრძანება სიმბოლურად დაუკავშირდა განსაკუთრებულ დღეს - 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულს.
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.