USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!!!
 1690

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა,

და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა.

რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა,

რომელმანცა იმუშაკა პირველ- ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა.

რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით დღესასწაულობდინ,

ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი დაჭირვება არს მისა.

და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნუ რა რაის ორგულებნ, და ნუ ეშინინ,

ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდებინ დაყოვნებისათვის,

რამეთუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე.

შეიწყნარებს უკანასკნელთა ვითარცა პირველთა, და განუსვენებს მეათერთმეტისა ჟამსა მოსრულთა, ვითარცა პირველისა ჟამისა მუშაკთა და უკანასკნელთა თვისცა მოწყალე არს, და შეღრთავს მათ პირველთა თანა, მათ მისცემს, და ამათ მიანიჭებს.

საქმეთა მიითვალავს და განზრახვათა განიკითხავს, საქმეთა აქებს და გულსმოდგინებათა ადიდებს,

და უბრძანებს შესვლად სიხარულსა უფლისა თვისისასა,

რათა მდიდარნი და გლახაკნი ურთიერთას იხარებდენ,

და მოღვაწენი და სულმოკლენი დღესა ამას პატივს სცემდნენ,

რომელმან იმარხა და რომელმან ვერ იმარხა, ყოველნივე ერთბაშად განსცხრებოდნენ,

რამეთუ დღეს ტაბლა სავსე არს, იშვებდით ყოველნი.

ზვარაკი ჭამებული მზა არს, ნურავინ წარვალს მშიერი.

ყოველნივე იშვებდით სერითა ამით სარწმუნოებისათა;

ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა.

ნუვინ ზრუნავნ სიგლახაკესა, რამეთუ გამოსჩნდა ყოველთათვის სასუფეველი.

ნუვინ ჰგოდებნ ცოდვათათვის, რამეთუ შემნდობელი ჩუენი აღმობრწყინდა საფლავით.

ნუვინ ჰსძრწინ და ეშინინ სიკვდილისაგან, რამეთუ განმანთავისუფლა ჩუენ სიკვდილმან მაცხოვრისამან,

და დაშრიტა მათთვის, რომელნი პყრობილ იყვნეს მისგან.

წარმოსტყუენა ჯოჯოხეთი, შთაჰხდა რა მას შინა.

განამწარა იგი, შთასვლითა თვისითა.

და ესე ისაია პირველვე ღაღადყო, ჯოჯოხეთი რა შეემთხუა იტყვის, ქვეშე შენსა განმწარდა.

განმწარდა, რამეთუ განქარდა,

განმწარდა, რამეთუ მოიკიცხა,

განმწარდა, რამეთუ მოიკლა,

განმწარდა, რამეთუ დაიმხო,

განმწარდა, რამეთუ შეიკრა.

მოხუნა ხორცნი და ღმერთი იხილა.

შეიწყნარა ქვეყანამან, და მოეგებნეს ცანი.

მიიღო ხილული და დასცა უხილავი.

სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი.

სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაჲ შენი.

აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ.

აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი;

აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს,

აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა,

აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა,

რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვა სააღდგომოდ.

ფოტო მაცხოვრის აღდგომის ფრესკა. ლენჯერი, სვანეთი.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати