USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
,,ქორწინება ხევსურეთში”
дата:  
ხევსურეთში სარძლოს შერჩევას და დანიშვნას დიდი ყურადღება ექცეოდა და ამიტომ ქალ-ვაჟის ჯიშიანობას თუ უჯიშობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლეოდა.ჯიშიან გვარად ითვლებოდა ფიზიკურად ჯანსაღი და გმირული წარსულის მქონე გვარები,რომელთა წინაპრები სახელოვანნი იყვნენ თემში.უჯიშო გვარი კი ფიზიკურად სნეული ყოფილა.რაც უნდა მხდალი ყოფილიყო უჯიშო ქალი ჯიშიანი ხევსური მას დაიწუნებდა.ჯიშიანი ქალი თუ უჯიშო ხევსურს მისთხოვდებოდა , მას ნათესავები მოკვეთდნენ როგორც ჯილაგის შემბღალავს და ვინც იმას ოჯახში გაატარებდა, იმ ნათესავს კარებზე “კატას” ჩამოუკიდებდნენ.დიდი ყურადღება ექცეოდა ქალ-ვაჟის გვარხატობით კუთვნილებას.ხევსურეთში ერთ გვარისა და ხატის ქალ-ვაჟი ვერ დაქორწინდებოდნენ,რადგანაც ისინი ერთ ხატის ყმებად და ერთივეთგვარის სისხლით ნათესავებად ითვლებოდნენ.ვინც ამას დაარღვევდა თემი მოკვეთდა.ეს წესი არაბულებს დაურღვევიათ.არაბული ხევსურეთში დიდი გვარია.მას თითქმის მთელi არაგვის ხევსურეთი ეჭირა.არაბულებს სხვა გვარში უძნელდებოდათ თურმე სარძლოს შოვნა და ამიტომ დაუდგენიათ,თავიანთ გვარში არ შეერთოთ მხოლოდ ერთი სოფლისა
და ხატის ქალები.სხვა სოფლის არაბულების ქალის შერთვა ნება დართული იყო.
სარძლოს აკვანში დანიშვნის ძველი წესი ხევსურეთში დღემდეა შემორჩენილი მაგრამ იშვიათად.როცა მშობლებს აკვნის ბავშვის დანიშვნა სურდათ ვაჟის მამა აგზავნიდა ქალისას ბიძას, სანიშნოდ მიჰქონდა ვერცხლის ფული და ძეწკვი.ამ ნიშანს სარძლოს აკვანზე ჩამოუკიდებდნენ.გაიშლებოდა სუფრა და ახლად დანიშნულების ბედობაზე დაილოცებოდნენ .პირობის დარღვევა ხევსურული ადათით არ შეიძლებოდა.
როცა აკვანში დანიშნულები ასაკში ჩადგებოდნენ მშობლები ქორწინების საქმეს შეუდგებოდნენ.
ხევსური ქალები გვიან თხოვდებოდნენ 25-30-35 წლისა.გათხოვება არ ეჩქარებოდათ,რადგან ეროტიულ გრძნობებს ისინი სწორფერობით იკმაყოფილებდნენ და დედ-მამის კერა უფრო ტკბილი იყო ვიდრე ახალი ოჯახის ტვირთის აკიდება. დანიშნული ქალის გათხოვებას მამა არ ჩქარობდა.თუ ოჯახში მუშა ქალი არ ჰყავდათ მაშინ სასიძოს აცდევინებდნენ,სანამ რძალს არ მოიყვანდნენ,რადგანაც ხევსურის საოჯახო მეურნეობა უმთავრესად ქალის შრომაზეა დამყარებული.ზოგჯერ დანიშნული ქალი ოჯახში 2-3 წელი რჩებოდა.ყოველ წელიწადს დანიშნული საქმროს ძმამ ან მამამ ბედის კვერით უნდა მოეკითხა პატარძალი და ეს კვერი მარტო პატარძალს უნდა შეეჭამა.ქალის მშობლებს არ შეეძლოთ დანიშნული ქალი სხვაზე გაეთხოვებინათ.ვაჟის მშობლებს შეეძლოთ შური ეძიათ ამისათვის.ვაჟის მშობლებს კი ნება ჰქონდათ დანიშნული ვაჟისთვის სხვა ქალი შეერთოთ.ქალის ოჯახი ვერ უმტრობდა.
ხევსურეთში დანიშნული ქალის მოტაცებაც იცოდნენ .ამისათვის ვაჟის ოჯახი დიდ ჯარიმას უხდიდა ქალის მშობლებს (16 ძროხა).როცა ორივე მხარე თანახმა იყო იწყებოდა ქორწინებისათვის მზადება.პატარძლისას გამოაცხობდნენ ორ ხავიწიან ქადას.
შემდეგ გამოგზავნილი კაცები და პატარძლის გამყოლები ნეფის სოფლისკენ გაემგზავრებოდნენ.ქალი უკან მიჰყვებოდა ფეხით, ორი ქალის თანხლებით.პატარძლის ცხენზე შეჯდომა სირცხვილი ყოფილა.სოფლის მიჯნამდე ქალს აცილებდნენ.გამომშვიდობებისას ერთ ქადას გაჭრიდნენ და პატარძალს დალოცავდნენ.მეორე ქადას კი ვაჟის სოფლის შესასვლელთან გაჭრიდნენ.როცა ოჯახში მოვიდოდნენ პატარძალს ბოსელში შეიყვანდნენ.კარებთან დედამთილი დახვდებოდა და მანდილს გაუშლიდა შემდეგ მარჯვენა ხელს დაუჭერდა და კერას შემოატარებდა,თან იტყოდა “ბედიან-დოვლათიანი მოგვივლინე,5 ვაჟის დედა ქენი და 3 ქალისაო “.მოიტანდნენ ფქვილს და პატარძალს თავზე გადააყრიდნენ:”აგრე თეთრადაც აყვავდებიო”.შემდეგ პატარძალს კალთაში ვაჟს ჩაუსვამდნენ.ნეფე ამ დროს მეზობლისას
იმალებოდა.სამ კაცს გააგზავნიდნენ ნეფის მოსაყვანად.ქალები მას მძივით შემკულ არყის ბოთლს მიართმევდნენ.შემდეგ მოიყვანდნენ ხუცს,რომელიც ჯვარს სწერდა ნეფე-დედოფალს.ქორწილი სამი დღე გრძელდებოდა.
ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია რაიმე შემთხვევით პატარძალი გარდაიცვალოს.მაშინ ორივე მხარე გაიღებს დასამარხ ხარჯებს.თუ პატარძალი გზაში მოკვდა განვლილ მანძილს გაზომავდნენ,რომელ მხარეზედაც მოკლე მანძილი აღმოჩნდებოდა გასავლელი, ის მხარე კისრულობდა დამარხვის ხარჯებს.
ხევსური ერთ წლამდე შვილს არ იყოლიებდა. თვალ-ყურს ადებნებდა ცოლს თუ მოეწონებოდა შვილსაც იყოლიებდა და თუ არა და დაითხოვდა.ხევსურეთში ქალის მზითები არ იცოდნენ.პატარძალს მხოლოდ თავისი სათავნო მიჰქონდა ერთი ან ორი ძროხა.მისი ნამატი ქალს ეკუთვნოდა.ხევსური ქალი რჩენისა და შენახვის მიზნით არ თხოვდებოდა.ის ეკონომიურად ქმარზე ნაკლებად იყო დამოკიდებული.უსიამოვნების დროს ადვილად ტოვებდა ქმარს და მის ოჯახს,უბრუნდებოდა მამის სახლში და ხელ- მეორედ თხოვდებოდა.ქალს მთხოვნელი მუდამ ჰყავდა.ზოგი ქალი 5-6-ჯერაც კი თხოვდებოდა.ქვრივ ქალს,მკვდრის ცოლს, არ შეუძლია წლის თავამდე გათხოვდეს.ქვრივ ქალს ხევსურეთში არ ეტანებიან რადგან ის იღბალ გაცურებულია.
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати