USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Tbilisi
ქონებრივი დეკლარაციების სისწორეს დღეიდან ახალი მარეგულირებელი - ანტიკორუფციული ბიურო შეამოწმებს
Date:  870

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების რეგისტრაცია-მონიტორინგს დღეიდან ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს - ამას პარლამენტის მიერ გასულ წელს მიღებული კანონი ითვალისწინებს. 

საქართველოში ყოველწლიურად ქონებრივ დეკლარაციას 7 ათასამდე თანამდებობის პირი წარადგენდა, მათ შორის მინისტრები, პრემიერ-მინისტრი, დეპუტატები, სამინისტროების დეპარტამენტების უფროსები და მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მარეგულირებელი ორგანიზაციების თანამდებობის პირები, სახელმწიფო კომპანიების მენეჯმენტში მყოფი პირები და სხვები. 

ამ დრომდე ქონებრივი დეკლარაციების შეგროვების და მათი მონიტორინგის და გამოვლენილი დარღვებების შემთხვევაში პირთა დასანქცირების ვალდებულება კანონით საჯარო სამსახურის ბიუროს ჰქონდა მინიჭებული, რომელიც დეკლარაციების გამჭვირვალობის პორტალ declaration.gov.ge-ის მართავდა. 

დღეიდან ანტიკორუფციულ ბიუროს კიდევ ერთი ვალდებულება ემატება, რაც პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგს გულისხმობს. ამ ვალდებულებას წარსულში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელდებდა. 

ანტიკორუფციულ ბიუროს ამჟამად რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია 2022 წლის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნა. მისი დაფუძნება ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებით იყო განპირობებული. 

აღნიშნულ ორგანიზაციას ჯერჯერობით საკუთარი ვებგვერდი არ გააჩნია. 

society
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way