USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ცქიტიშვილი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაში ოპოზიციის აქციებს ადანაშაულებს
Date:  651

მისი თქმით, მაშინ, როდესაც მთავრობა მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო წესების დაცვას ურჩევდა, ოპოზიცია ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა.

“ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რა გახდა ამ შემთხვევების მიზეზი. ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ ის აქტივობა, რომელიც იყო საარჩევნო პროცესში და ისევე, როგორც საარჩევნო პროცესის შემდგომი აქტივობა, მე არ ვგულისხმობ აქ არჩევნების დღეს. მე ვგულისხმობ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ კამპანიებს, უპასუხისმგებლო აქციებს, რომლებიც არამარტო არ მოუწდებედნენ თავის ამომრჩეველს, რომ პირბადე გამოეყენებინათ, არამედ პირიქით — ერთგვარი დაუმორჩილებლობის, პროტესტის პროტესტის სახით პირბადის გამოყენებისკენ…

რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ აქციებს, აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვხედავთ, რომ არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ შეიძლება არ აისახოს იმ  [ინფიცირების შემთხვევების] რიცხვებში და სწორედ ამ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეისთვის გვაქვს”, — განაცხადა ცქიტიშვილმა.

ბოლო დღეებია საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 ათასს აჭარაბებს.

22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე ახალი კორონავირუსის გავცელების შემთხვევათა მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული New York Times ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი საშუალოდ 3,579.1-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 95.9 ახალ შემთხვევას გულისხმობს. აღნიშნული რიცხვი იანგარიშება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალ შემთხვევათა საშუალო არითმეტიკულ რიცხვზე შეფარდებით.

საქართველოს შემდეგ, ბოლო 7 დღის მონაცემებით, ყველაზე უარესი მდგომარეობა ლუქსემბურგშია, მე-3 ადგილზე მონტენეგროა, მე-4-ზე – სერბეთი.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way