USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
Tbilisi
ქეთი რობაქიძე ჭაბუკებს შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
Date:  557

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჭაბუკთა შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველი ძიუდოისტები წარმატებით ასპარეზობენ. ქართველი ძიუდოისტი ქეთი რობაქიძე (-70 კგ) მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქეთი რობაქიძე (-70 კგ) ფრანგ ლუსი რულერს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, მეტოქე არ გამოცხადდა. ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრამდე ბელგიელი მეტოქე ვალერი ტომბუ და ბულგარელი ალექსანდრა ცენოვა დაამარცხა, მეოთხედფინალი კი პოლონელ დიანა ბენკოვასთან დათმო და ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა, სადაც ჩეხი ვანესა კარაფოვა დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებისთვის 2025 წლის ჭაბუკთა შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ეს მესამე მედალია. მანამდე, გიორგი მუმლაძე ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ვასილ გამეზარდაშვილი კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ქართველი ძიუდოისტები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way