USD 2.7130
EUR 3.1672
RUB 3.2974
Тбилиси
ქეთევან სეფაშვილი- ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი
дата:  931
ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის დასრლების შემდეგ საცხოვრებლად ვენაში გადავედი. რთულია იმ ქვეყანაში კარიერის დაწყება, სადაც არ გისწავლია. მით უმეტეს თუ ეს ქვეყანა ავსტრიაა-მუსიკის სამშობლო. მიუხედავად ამისა გამიმართლა და ავსტრიულმა მუსიკალურმა საზოგადოებამ თბილად მიმიღო. გემოვნების, განათლების და სწორი იდეების ჩამოყალიბებაში ძალიან დამეხმარა ევროპის საფორტეპიანო სკოლა.
ჩვენ, საქართველოშიც არაჩვეულებრივი საფორტეპიანო სკოლა გვაქვს, “ნიჭიერთა ათწლედი” და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კარგი საწყისია მუსიკალური განათლების. მიუხედავად ამისა, მაინც აუცილებელია ევროპაში სწავლის გაგრძელება. იმ ქვეყნებში, სადაც მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტის მუსიკით არის ჰაერი გაჟღენთილი, როგორც საქართველოში- ფოლკლორი.
რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება, როდესაც არავინ გიცნობს და ამის მიუხედავად მაინც გინდა სცენაზე გახვიდე. ვისაც ხელოვნების სამსახურში ყოფნა უნდა და მსმენელის ხელოვნებით დაინტერესება ეს რთული ნაბიჯები მაინც უნდა გადადგას. ჩემთვის ყოველი სცენაზე გასვლა, დიდი პასუხისმგებლობაა. მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება 1500 კაციანი მუზიკფერაინის ოქროს დარბაზი თუ პატარა სალონური კონცერტი. ყოველი გამოსვლის შემდედ მუსიკოსი იზრდება და ხვეწს თავის იდეებს, ისევე როგორც მხატვრის ყოველი ტილო სხვადასხვა სილამაზით და დახვეწილობით გამოირჩევა.
ყველაფერი იწყება სწავლით და მთავრდება სწავლით! ვისაც საზღვრებს გარეთ განათლების მიღება სურს მინდა ვურჩიო, გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან და გახდით დამოუკიდებლები, ისწავლეთ არა მხოლოდ დაკვრა და მუსიკა, არამედ ცხოვრება! მოძებნეთ პედაგოგი ვისიც გჯერათ, ვინც თქვენს პიროვნულობას არ შეცვლის თავისი იდეებით, ვისგანაც მხოლოდ შენიშვნას კი არ მიიღებთ, არამედ ისწავლით. იცოდეთ რა გზის გავლა გინდათ. ნუ შეუშინდებით სირთულეებს, რადგან ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი წარმატების მომტანია.
პატივი ეცით და გიყვარდეთ საქმე, რომელსაც ემსახურებით. ნებისმიერი საქმე გამოგივათ, თუ გექნებათ ამ საქმის მიმართ დიდი სიყვარული, პატივისცემა და დისციპლინა!
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება
დაისის პირველი შესახვევის N13-თან გზის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
 
ნაძალადევის რაიონში, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება. ამჯერად, კიდევ ერთი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაისის პირველი შესახვევის N13-თან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 17 მეტრი სიგრძის და 4 მეტრი სიმაღლის კედელი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი.
 
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 100 000 ლარია გათვალისწინებული.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати