USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
ქეთევან დუმბაძე - დაღუპულია გელათი!
თარიღი:  1037

დღეს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ქეთევან დუმბაძემ გელათის ტაძრის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბოლო დღეებში გამართული მწარე დისკუსიის  კონტექსტში დუმბაძემ აღნიშნა, რომ „ერთი გადაბრუნებული სიტყვის თქმით შეიძლება შუბლზე დაგაწერონ, რომ მოღალატე ხარ და გელათი არ გიყვარს“.

დუმბაძის ინფორმაციით, 17 თებერვალს იმ ოთხი ჯგუფის შეკრება გაიმართება, რომელმაც გელათთან დაკავშირებით კვლევა გააკეთა, პარალელურად, კულტურის სამინისტრო „იუნესკოდან” საბოლოო პასუხს ელოდება.

„იუნესკოს“ მიერ გამოყოფილი იტალიელი მეცნიერები ჩამოვიდნენ, იმუშავეს. მათ თქვეს, რომ ის, რაც პირველ ეტაპზე გაკეთდა - კრამიტი უნდა მოიხნას, სახურავი უნდა გაიხსნას, რომ ჰაერი შევიდეს... არასწორად არის დაგებული, არის დამსკდარი, ეს ყველაფერი დაჭედებულია ლურსმნებით, რომელიც იჟანგება - დაღუპულია გელათი! ის, რომ გელათი იღუპება, ეს არის ტრაგედია, ცუდია ის, რომ ეს ყველაფერი თეა წულუკიანის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლას ემსგავსება. არ არსებობს თემა, რომელიც მან გააკეთა - გამოცხადდება კონკურსი, პროექტი, თუ ჩატარდება კონცერტი, ეს ქალი არ იყოს გალანძღული და დაბულინგებული მცირე ჯგუფების მიერ, მაგრამ ძალიან სერიოზულად - ყოველ შემთხვევაში, „ფეისბუქი“ ამ ყველაფრით დუღს.

ჟურნალისტებიც არასდროს სვამენ კითხვას, როგორ იყო დეტალურად, არ ესწრებიან შეკრებებს - არის ჩუბინაშვილის ინსტიტუტის დასკვნა, იტალიელების - „იუნესკოს” დასკვნა არსებობს, საპატრიარქოს დასკვნა არსებობს. იტალიელები იძახიან: - არ გაჩერდეთ, აუცილებლად იმუშავეთ - როგორც კი გაჩერდებით, ფრესკების გადარჩენის მხრივ უკუსვლა წავა. დღეს საპატრიარქო ამბობს, ყველაფერი გააჩერეთ: - ვის ენდოს, ვის იმას მიჰყვეს, სახელმწიფოა ხომ? - კულტურის სამინისტრო ასე ხომ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, როცა საბოლოო დასკვნა უნდა დაიდოს?! გავაჩერეთ რესტავრაცია და მერე რა იქნება, ვინმეს შეუძლია თქვას?!“, - განაცხადა დუმბაძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე.

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის