USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  836

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურმა ახლად რეაბილიტირებულ ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის დახაზვის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, უმაღლესი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავით გზის გამყოფი ზოლები და ველობილიკები დაიხაზება.

ცივი პლასტის საღებავით გამზირზე ქვეითთა გადასასვლელების, მიმართულების აღმნიშვნელი ისრებისა და სხვა საგზაო მონიშვნების დატანა მოხდება, აკრილის საღებავით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლები დაიხაზება.

დახაზვის სამუშაოები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველდღიურ რეჟიმში „თბილსერვის ჯგუფის“ 25 თანამშრომელი იმუშავებს.

საგზაო მონიშვნის სამუშაოები 3 600 კვ.მ-ზე ჩატარდება. პროექტის ღირებულება 115 000 ლარია.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის