USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
Date:  1045

თბილისის მერიამ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესიდვის ღირებულება 4 670 999 ლარია. სახელმწიფო ტენდერში წინადადებების მიღება 23 მაისს იწყება და 28 მაისს სრულდება.

პროექტის დაფინანსების წყარო 2021–2022 წლების სახელმწიფო ბიუჯეტია. საუბარია გზის შეკეთების სამუშაოებზე.

ტენდერში გამარჯვებულის ვალდებულებაა, 24–საათიან რეჟიმში იმუშოს და რეაბილიტაცია 8 თვეში დაასრულოს.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way