USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში, კორონავირუსით ინფიცირებული 20-მდე პაციენტი მკურნალობს
дата:  822

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში, კორონავირუსით ინფიცირებული 20-მდე პაციენტი მკურნალობს.

როგორც კოვიდდეპარტამენტის კურატორი, მერაბ ჩიქოვანი აღნიშნავს, კოვიდდეპარტამენტში მეტწილად ხანშიშესული პაციენტები იმყოფებიან, საშუალო სიმძიმის, თანმხლები პათოლოგიებით.

„კოვიდდეპარტამენტი მოწყობილია ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრის ბაზაზე. ამ წუთში, მკურნალობას აგრძელებს 20 პაციენტი, მეტწილად საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან, ჟანგბადდამოკიდებულები. შევეცდებით, უახლოეს მომავალში საწოლფონდი გავზარდოთ 200-მდე. მეტწილად ხანშიშესული პაციენტები არიან, ძირითადად საშუალო სიმძიმის, თანმხლები პათოლოგიებით“, - აღნიშნავს ჩიქოვანი.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати