USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
Tbilisi
ქართველთა ეკლესია ერევანთან
Date:  3930

1991 წლამდე, დამოუკიდებლობის აღდგენამდე, ჩრდილო სომხეთი, კერძოდ კი სომხეთის რესპუბლიკის ლორეს ოლქი შემოდიოდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში აქ საქართველოს საპატრიარქოდან ღვთისმსახურებისათვის გამწესებული იყო პროტოიერეი (დეკანოზი) მამა გრიგოლ შუკინი.  ის  წინამძღვრობდა სოფელ ნიკალაევკას წმ. ნიკოლოზის ეკლესიას, ამასთანავე ევალებოდა წირვა-ლოცვების დაყენება ამ ოლქის სხვა მართლმადიდებლურ სამრევლოებში (აქ მართმადიდებლები იმჟამად იყვნენ ძირითადად აქაური   რუსები, აქ ჩასახლებული როდესაც ეს ოლქი შედიოდა თბილისის გუბერნიაში).

შესაბამისად, შესაძლებლობის მიხედვით, მამა გრიგოლ შუკინი წმ. ნიკოლოზის გარდა ლოცულობდა იქვე, სოფ. პრივოლნოეს (ხუჩალის) ეკლესიის მრავლისათვის, და სოფელ სვერდლოვის წმ. გიორგის ეკლესიის მრევლისათვის, ასევე ჩადიოდა სანაინში, მართლმადიდებლურ ძველ ეკლესიაში, როდესაც აქ სალოცავად იკრიბებოდა მართლმადიდებელი მოსახლეობა, ასევე უნდა მიეხედა ახპატის ძველი მართლმადიდებელი ეკლესიის მლოცველებისათვის, გარდა ამისა საქართველოდან ყოველწლიურად ახტალას მონასტერში ფეხით ჩადიოდ ბერძნული მრევლი, მათი სარწმუნოებრივი მომსახურება ასევე ეველებოდა მამა გრიგოლ შუკინს, თუმცა მის გარდა კიდევ სხვა სამღვდელოებაც ემსახურებოდა ამ დიდი ოლქს-ლორე-ტაშირს, ის იყო მუდამ ნაწილი ქართლისა ამიტომ აქ არის უძველესი ქართული ეკლესიების ნაშთები, მაგალითად, იქაურ სოფელ მაწევანში (სხვა სოფელი მაწევანია ასევე თეთრიწყაროს ტაიონში), ქ. ვანაძორში (მე-16.) ს. ეკლესია, სოფ. ანკორში, სოფელ ოძუნში მონასტერი და წმ. ნიშანი (მე-12ს.),  სოფელ არდვის წმ. იოანეს ეკლესია (მე-17 ს.),  ქ. ეგვარდის ღვთისმშობლის ეკლესია, ასევე მე-12, მე-13 საუკუნეების ეკლესიები სოფლებში ბუჟაკანსა და არზაკანში.

აქაური ქართული მოსახლეობა მე-19 საუკუნიდან უყურადღებობისა და იზოლაციაში მოქცევის გამო თანდათან გახდა სომხურენოვანი და შესაბამისად სომხური ეკლსიის მრევლედ იქცა ანუ ოფიციალურად გასომხდა, თუმცა ქართველობის დაფარული ნაპერწკალი მათ თავიანთ გულში ჯერ კიდევ ჰქონდათ შემონახული 1980-იან წლებშიც.

ამ დროისათვის სანთლის მონოპოლიური წარმოების უფლება მართმადიდებელი მრევლის საჭიროებისათვის გააჩნდა მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს, სანთლის საამქროები იდგა სიონის ეკლესიის ეზოში, ამ დროისათვის მე ვიყავი საპატრიარქოს სამეურნეო საფინანსო განყოფილების თავმჯდომარე, სანთლის საამქროდან ბუღალტერიის გავლით მხოლოდ ჩემი ხელმოწერით გაიცემოდა სანთელი, ამიტომაც ჩემთან სანთლის ყიდვის თხოვნით მოდიოდნენ სომხეთის მართმადიდებელი ეკლესიების ოცეულის წევრები (1981-1982 წლებში). სომხეთიდან ჩამოსული მართლმადიდებლები ძირითადად იყვნენ რუსები სომხური ქალაქებიდან (ამ ქალაქებს საბჭოთა ლიდერების სახელები ერქვათ), იმათ თბილისიდან მიჰქონდათ სომხეთის სამრევლოებისათვის სანთელი. ისინი ადასტურებდნენ რომ იქაურ სომხებს ჯერ კიდევ ახსოვდათ მათი წინაპრების ქართველობა.

აღნიშნულთა გარდა ტავუშის ოლქის სოფლების ვოსკეპარის, ჩინარისა, ჩანჩინისა და სხვა, ეკლესიების ქართულობასაც მიუთითებდნენ.

საერთოდ, ისტორიულად  სომხეთის ქალკედონური ეკლესია-მონასტრები მცხეთის იურისდიქციაში შედიოდა, მათ შორის ავანის (ერევანთან ახლოს) ეკლესია, მის სამრეკლოების ნაშთებზე სომხური წარწერები მიუთითებს ამ ეკლესიის ქართულ ეკლესიასთან კავშირს, ასევე გეღარდის ქალკედონური მონასტერი, ოძუნის მართმადიდებლური მონასტერი და ცნობილი რიფსიმეს ქალკედონური ეკელსიაც კი ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა,

უფრო მეტიც, ისტორიულ ე.წ. დიდ არმენიაში მცხეთის იურისდიქციაში შედიოდა მრავალი ქართული საეპისკოპოსო, მათ შორის ქართველი ეპისკოპოსი იჯდა ანისში, მას ანელი ეწოდებოდა, ასევე ვალაშკერტში (ვალაშკერტელი), აქ ქართველი ეპისკოპოსი იჯდა საუკუნეების მანძილზე, მათ შორის ყველაზე ცნობილია ზაქარია ვალაშკერტელი, დადაშენში იყო ქართული საეპისკოპოსო, ასევე, არზრუმში ქართველი ეპისკოპოსი იჯდა მე-17 საუკუნეშიც კი და სხვა, მათ ძალზე დიდი სამრევლოები, სოფლები და ქალაქები ექვემდებარებოდნენ, მაგალითად ანისის ქართული ეკლესიის წარწერა გვამცნობს ანისის ქართველთა საეკლესიო ცხოვრების შესახებ, აწესრიგებს მათ საეკლესიო გადასახადებს, ანისში ახლაც დგას დიდებული გუმბათიანი და მოხატული ე. წ. ჰონენცის ქართული ეკლესია, ის ყოფილა ქართველი ვაჭარი, წოდებით ან გვარით „ხონელი“, რაც სომხურსად ჰონენცად გამოითქვა.

შესაბამისად ამჟამინდელ სომხეთშიც მრავალი ქართული ეკლესიაა, ერთი ერევანთან ახლოს. რომლის შესახებ გვამცნობს „KavkazPlus“.

ქართული ეკლესია ერევანთან 50 კილომეტრში, აქ ოდესღაც ქართველები ცხოვრობდნენ

Грузинский храм в 50-ти километрах от Еревана: здесь когда-то жили грузины!
05.12.16 13:30

სომხური სამოციქულო და სომხური კათოლიკური ეკლესიები თავხედურად აცხადებენ პრეტენზიებს 465 ქართული ეკლესიის მიმართ, მაშინ როცა თვით სომხეთში დგას ათეულობით ქართული ეკლესია – მიტაცებული, შეურაცხყოფილი, დაცარიელებული, სომხურად გადაკეთებული. რეალურად ამჟამინდელი სომხეთის ჩრდილო ნაწილის ეკლესიები, განსაკუთრებით ლორეს ოლქში ქართულია, ანდა ძველი ქართული ეკლესიის საძირკველზეა აგებული. მაგრამ ცოტამ თუ იცის  ამის შესახებ.

На фоне наглых и абсолютно необоснованных претензий армянской апостольской церкви (ААЦ) и армяно-католической церкви в общей сложности на 465 грузинских церквей, почему то в Грузии мало кто вспоминает, что в самой Армении находятся десятки грузинских храмов – захваченных, поруганных, опустошенных, переделанных в армянские. Реально большая часть храмов севера Нынешней Республики Армении, особенно марза (областей) Лоре – являются либо грузинскими, либо стоят на фундаментах древних грузинских церквей.

Однако мало кто знает, что грузинские церкви есть и в самом центре сегодняшней Республики Армении. Та всего в каких-то 50 километрах от Еревана, в марзе Котайк в селе Меградзор находится древний грузинский монастырский комплекс Тежаруйк с церковью Тух Манук, XII-XIII вв. Вот фотографии монастыря и церкви:

ამჟამინდელი სომხეთის რესპუბლიკის ცენტრში, ერევნიდან 50 კმ. დაშორებით, ოლქ კოტაიკში, სოფელ მეგრაძორში მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი ტეჟარუიკი  და მისი ეკლესია ტუხ მანუკი.

იმის გამო, რომ მონასტერი ტეჟარუიკი ქართულია, მისი რეკონსტრუქციისათვის სომხეთის მთავრობა არ ყოფს სახსრებს

Монастырь Тежаруйк имеет официальный статус памятника республиканского значения. Однако поскольку монастырь грузинский, то, по-видимому, специально на его реконструкцию средства не выделяются, и он находится в плачевном состоянии.
ტეჟარუიკი დგას ტყიან ადგილას რაზდანის შენაკად მდ. ტეჟის მარჯვენა სანაპიროზე ზღვის დონიდან 1900 მეტრზე. ის ყველაზე ნათელი მოწმობაა აქ ქართველთა ცხოვრებისა.

Однако Тежаруйк находящийся в лесистой местности на правобережье реки Теж (бассейн Раздана), более чем на 1900 м выше уровня моря, является самым красноречивым доказательством того, что эти земли входили в состав Грузии и здесь жили грузины.

სომეხი ფალსიფიკატორები უსაბუთოდ ამტკიცებენ, რომ აქ ქართველები არასდროს ცხოვრობდნენ და მონასტერი ეკუთვნოდათ ე.წ. სომეხ-ქალკედონიტებს, თუმცა აქ არ არის არცერთი წარწერა სომხურ ენაზე.

Правда армянские фальсификаторы абсолютно необоснованно утверждают, что, дескать, никаких грузин в этой местности не было, и монастырь принадлежал так называемым «армянам-хакедонитам», хотя здесь нет ни одной надписи на армянском языке.
Церковь Тух Манук представляет собой образец типичной грузинской архитектуры. Храм построен чисто тесаными камнями серого базальта; размеры: 15,60 х 8,90 м. Композиционно – это однонефное, сводчатое сооружение с парой несущих свод арок. По обе стороны полукруглой апсиды расположены ризницы.

ეკლესია ტუხ მანუკის ზომებია 15,60 х 8,90, ეკლესიაში დაკრძალულია ცნობილი ქართველი მოღვაწეები

В церкви захоронены известные грузинские исторические деятели. Церковь была окружена в плане прямоугольной монастырской стеной; сохранился небольшой юго-восточный участок стены.
ძეგლის სამხრეთ კედელზე ასებული წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია 1196-1199 წწ. ქურთული წარმოშობის ქართველი პოლიტიკური მოღვაწის ივანე მხარგრძელის მიერ. მისგან 15 მ. დაშორებითაა  ოთხკუთხედი სამლოცველოსა, სხვა ნაგებობების და სასაფლაოს ნაშთები. იქვე ახლოსაა ცნობილი კურორტი წახკაძორი.
Согласно надписи на грузинском языке на южной стене памятника, церковь возведена в 1196-1199 гг. известным грузинским политическим деятелем курдского происхождения Иване Мхаргрдзели, которого армяне естественно «присвоили» и считают «армянином».

В 15 м южнее церкви находилась прямоугольная в плане часовня, от которой сохранилась лишь полукруглая апсида. На территории монастырского комплекса сохранились следы подсобных строений. Кладбище разрушено.
Охранная зона памятника составляет 1,3 га.

Несмотря на то, что монастырь Тежаруйк находится фактически в пригороде Еревана, причем в очень посещаемой «дачно-курортной местности» где летом «спасаются» тысячи жителей армянской столицы от жары в Араратской долине, а зимой функционирует находящийся рядом горнолыжный курорт Цахкадзор, путеводители стараются не рассказывать об этом уникальном храме. И понятно почему – он полностью перечеркивает лжеисторическую концепцию относительно того, что на территории Республики Армения всегда жили «исключительно армяне».
ეს მონასტერი და მისი ეკლესია ფაქტია იმისა, რომ ერევნის ოლქში ქართველები ცხოვრობდნენ, რომლისათვისაც იგებოდა ეს ეკლესიები.

Оказывается, грузины жили даже в окрестностях Еревана, и имели свои церкви и монастыри, не говоря уже об азербайджанцах, которые здесь были коренным населением и составляли до присоединения к России подавляющее большинство населения Эриванского ханства

Однако сегодня грузинского населения в Республике Армения не осталось, впрочем, не осталось ни азербайджанцев, ни представителей других национальностей – из-за политики геноцида и вытеснения других народов Республика Армения сегодня является едва ли не самым моноэтничным государством в мире.

ადგილობრივი მცხოვრებნი მონასტერ ტეჟარუიკს უწოდებენ „ქართულს“.

წერენ კიდეც – „ მაგაძორში არის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ტეიგარიუკი (ტეჟარუიკი), მე-12 საუკუნისა, ამჟამად იქ ღვთისმსახურებას ასრულებს სომეხი მღვდელი, კედლებზეა ქართული ხუცური წარწერა. მონასტერი გაასომხურეს. ის საკურორტო ზონაშია, გვერდით წახკაძორი და ანკავანია“

Самое интересное, что местные жители, называют монастырь Тежаруйк грузинским. В частности один из армянских блогеров Vae Isakhanian пишет:

«В Меградзоре находится грузинский Православный монастырь Тейгаруйк (Тежаруйк, Tejharuyk) конца 12-го века но т.к. грузин не то что в Меградзоре, а в Армении вообще практически нет, то ныне в ней богослужения проводит армянский священник… на стенах роспись на древнегрузинском письме хуцури…

Его (монастырь) не арменизировали, он как был, так и остается грузинским, а богослужения можно хоть в мечети проводить, главное вера, только чуть-чуть вид презентабельней ему б придать не помешало… тем более курортная зона (рядом Цахкадзор и Анкаван).»

Наивный Vae Isakhanian наверное не понимает, что придавать презентабельный вид грузинскому храму армянские власти не хотят принципиально. Ведь они уничтожили, к примеру, все архитектурные памятники, свидетельствующие о том, что нынешний Ереван (Эривань) – это азербайджанский город.

Поэтому древняя грузинская церковь Тух Манук монастыря Тежаруйк судя по фотографиям находится в критическом состоянии и нуждается в срочном спасении. При этом если реконструкцию будут проводить армянские власти и армянская церковь, то есть высокая вероятность того, что грузинские надписи будут целенаправленно уничтожены и заменены на армянские.
ძველი ქართულ მონასტერ ტეჟერუიკში ეკლესია ტუხ მანკი  არის სავალალო მდგომარეობაში და საჭიროებს სწრაფ დახმარებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუკი მის რესტავრაციას შეუდგება სომხეთის ხელისუფლება, არის საშიშროება იმისა, რომ ქართულ წარწერებს გაანადგურებენ ან სომხურით შეცვლიან.

ტეჟერუიკი მიუდგომელ  მთიან მხარეშია, ამ ფაქტმა გადაარჩინა ის ტოტალური არმენიზციისაან. ამასთანავე არავინ იცის თუ კიდევ რამდენი უცნობი ქართული ეკლესიიაა ერევნის გარშემო. მრავალი ალბათ უკე გადაკეთებულია სომხურ ეკლესიად, ანდა მის საფუძველზე სომხური ეკლესიებია დაშენებული.
По-видимому, то, что Тежаруйк находился в горной местности, которая стала популярной и посещаемой лишь в последнее время, спасло его от тотальной «арменизации». При этом никто точно не знает, сколько в окрестностях Еревана еще находится грузинских церквей – поскольку многие из них, увы, скорее всего варварски переделаны в армянские и там уничтожены надписи, свидетельствующие об их грузинском происхожде

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

წყარო:https://meufeanania.info/erevan/

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way