USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Tbilisi
ქართველმა ქირურგმა რამაზ დათიაშვილმა პატარა გოგონას, უნიკალური ოპერაცია გაუკეთა — მოკვეთილი ტერფები მიაკერა
Date:  5091
ქირურგმა რამაზ დათიაშვილმა ბალტიისპირელ პატარა გოგონას, რასა პრასცევიჩიუტე-სეპტს უნიკალური ოპერაცია გაუკეთა — მოკვეთილი ტერფები მიაკერა. მანამდე ასეთი სახის ოპერაცია საბჭოეთში არავის ჰქონდა ჩატარებული.

ეს ამბავი ასე დაიწყო.
 
საბჭოთა ლიტვაში ერთი პატარა გოგონა ცხოვრობდა, რომელსაც რასა ერქვა. რასას მამა ტრაქტორისტი იყო, ის კომბაინზე მუშაობდა. პატარა გოგონა უზრუნველად და ლაღად იზრდებოდა, სანამ 1983 წლის ივლისის დღე მისთვის საბედისწეროდ არ დამთავრდა - ყანაში მოთამაშე გოგონას მამამ კომბაინის ბასრი ცელით შემთხვევით ორივე ფეხის ტერფი მოაჭრა. სამი წლის გოგონას დაღუპვა ელოდა სისხლის დაკარგვისა და ტრამვული შოკისგან. სოფელში არც ტელეფონი იყო და არც სასწრაფო დახმარების სადგური... მაგრამ იმის წყალობით, რომ მთელი ლიტვა და მოსკოვი ფეხზე დადგა ბავშის გადასარჩენად, მოხდა სასწაული...
 
12 საათის შემდეგ – თვითმფრინავი Ty-134, რომელიც ივლისის იმ ავბედით ღამეს ლიტვის ცაში აიჭრა, საგანგებო რეისს ასრულებდა - დისპეჩერებმა იცოდნენ, რომ მის ბორტზე ფეხებმოჭრილი სამი წლის გოგონა იმყოფებოდა, ამიტომ საჰაერო კორიდორი გაათავისუფლეს. თეთრ ზეწარში შეხვეული პატარა რასა მოთმინებით ელოდა შველას, მის გვერდით სავარძელში კი გაყინული თევზით სავსე ყუთში მოჭრილი ფეხის ტერფები ეწყო. მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავს უკვე ელოდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ხოლო ბავშვთა ქირურგიული განყოფილების მისაღებში ახალგაზრდა ქირურგი რამაზ დათიაშვილი მოუთმენლად ელოდა პაწაწინა პაციენტის მოსვლას.
 
ხელმძღვანელობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ ოპერაციის ჩატარების. ასეთი ოპერაციის პრეცედენტი საბჭოთა კავშირში ჯერჯერობით არ არსებობდა. ტრაგედიის მომენტიდან უკვე 12 საათი იყო გასული, მაგრამ რამაზმა გადაწყვიტა გაერისკა...
და აი, პატარა რასა საოპერაციო მაგიდაზეა, დათიაშვილი ფეხებს ითხოვს: – სად არის ფეხები? – ყვირის ის... ყუთიდან ამოღებულ პაწაწინა ფეხის ტერფებს გამდნარი თევზი ამოყვა და საოპერაციოს იატაკზე დავარდა...
 
ერთიმეორის მიყოლებით ხდებოდა დაკვირვება თითოეულ ძარღვზე, თითოეულ მყესზე, არტერიებზე, ნერვებსა და კუნთებზე. ოთხი დაძაბული საათის შემდეგ რამაზს მარტო მოუხდა ოპერაციის გაგრძელება. მისმა თანაშემწეებმა ვერ გაუძლეს ასეთ ნერვულ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას. ის მარტო განაგრძობდა კერვას. კიდევ ერთი მყესი, ნერვი და... ოპერაციაც დასრულდა. 9საათიანი დაძაბული ოპერაციის შემდეგ, როცა ახალგაზრდა ქირურგი უკანასკნელ ნაკერებს ადებდა, პაწაწინა ფეხები მის ხელში გათბა და მაშინ რამაზ დათიაშვილი მიხვდა, რომ მან გაიმარჯვა.
 
ამბობენ, რომ როცა გოგონამ პირველი ნაბიჯები გადადგა, რამაზ დათიაშვილი ატირდა. ამჟამად რასა ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში, მას არასოდეს დაავიწყდება ქირურგი, რომელმაც ის სიკვდილისგან იხსნა.
 
tbilisi
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება.
 
პროექტის ფარგლებში, 1050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. 130 000 ლარამდე დაიხარჯება სამუშაოებისთვის, რომლის ფარგლებშიც ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიურები.
 
აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგებამდე, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სამივე სადარბაზოში 172 გრძივი მეტრზე წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 39 750 ლარი დაიხარჯა.
 
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way