USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
Тбилиси
ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვეს
дата:  488
ესპანეთში 20-წლამდელთა ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ორი მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ თორნიკე მიქელაძე (77 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ).
თორნიკე მიქელაძემ შვედი მეტოქე ანგარიშით 5:3 დაამარცხა, აჩიკო ბოლქვაძემ კი რუმინელ სპორტსმენს ანგარიშით 10:0 სძლია.
ამ მსოფლიოს პირველობაზე საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა.
Тбилиси
თბილისის მერი სანდრო ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
გლდანის რაიონის გამგეობა სანდრო ახმეტელის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.
ამ დროისთვის, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქუჩაზე წყალარინების ქსელს ცვლის, რაიონის გამგეობა კი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.
ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„გლდანის რაიონის გამგეობა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარეობს სანდრო ახმეტელის, ყოფილი აკაკი ვასაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია-განახლება. პირველ რიგში, წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას - საცხოვრებელი კორპუსების დიდი ნაწილის სარდაფებში წყალი შედიოდა. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, განახლდება სკვერები და მოწესრიგდება შუა გამყოფი ზოლი. სამუშაოების დასრულებას ვგეგმავთ აგვისტოს ბოლოსთვის, როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მოწესრიგებული. გარკვეული დისკომფორტი არსებობს გადაადგილების თვალსაზრისით, თუმცა ამის გარეშე ტერიტორიის მოწესრიგება ვერ ხერხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საგზაო სამუშაოები 15 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, ელექტროსადენები განთავსდება მიწისქვეშა კაბელ-არხებში, შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური სანათები. ასევე, გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები.
პროექტის ფარგლებში, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, განხორციელდება ტერიტორიაზე არსებული შუა ზოლისა და სამი სკვერის რეაბილიტაცია.
ქუჩის გამყოფ ზოლსა და მიმდებარე თარგებში მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. სკვერების ტერიტორიაზე, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემა და ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
გზის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო გამწვანების მიმართულებით სამი მლნ ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოებს, თბილისის მერთან ერთად, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე გაეცნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати