USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
ქართველი პროფესიონალები უცხოეთში: ბუბა ბასიშვილი-აშშ-ში მცხოვრები მსახიობი
თარიღი:  967
კალიფორნიაში სასწავლებლად 2012 წლის აგვისტოში ჩამოვედი, Dellarte International School of Physical Theatre-ში ჩავაბარე. ჟან ლუი ბაროს, ჟაკ ლეკოკს, მარსელ მარსოს სწავლების პრინციპებზე დაფუძნებული პროგრამა დავამთავრე, როგორც საავტორო თეატრის მაგისტრმა.
 
2018 წელს დავაარსე თეატრი Theartibus, დაარსებიდან დღემდე ათზე მეტი სპექტაკლი და რამდენიმე მულტიკულტურული კოლაბორაცია განვახორციელე.
 
თავიდან მხოლოდ მსახიობობა მინდოდა, უფრო სწორედ, მეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ მსახიობი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მე ყოველთვის სხვა ინტერესებიც მქონდა. რაც ამერიკაში ჩამოვედი, ნელ-ნელა ძალიან ბევრი რამ ავითვისე. მაგალითად, რეჟისურა, პიესის დაწერა, რეკვიზიტი, დეკორაცია, კოსტუმები, თეატრის მხატვრობა, განათება, მუსიკალური გაფორმება. თავად ვაკეთებ ვორქშოპებს, კონსულტაციებს, მარკეტინგის სტრატეგიას, ორგანიზაციის მართვის პოლიტიკას, ბორდის მართვას, გრანტების წერას, დარბაზის დაგვას, მსახიობების მოვლას, გრიმს და კიდევ უამრავ წვრილმანს. თან სპექტაკლებსაც ვდგამ და მსოფლიოს მასშტაბით ვმუშაობ. ასევე სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კორპორაციებთან ვთანამშრომლობ, თიმბილდინგის ვორქშოპებს ან სახალისო და საინტერესო შესვენების ორგანიზებას და მათზე მორგებულ შემეცნებით-გასართობ პროგრამებს ვთავაზობთ აუდიტორიას. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ყველაფრის, რისი კეთებაც გვიწევს აქ მსახიობებს.
 
უცხოეთში კულტურული განსხვავებების გამო მსახიობად თავის დამკვიდრება ურთულესია. ტრადიციულ პიესაზე მუშაობა, რა თქმა უნდა, შედარებით ადვილია, რადგან ყველამ იცის შინაარსი, მაგრამ ფრაზები ხშირად კულტურულად სულ სხვა რამეს ნიშნავს და სწორი აქცენტებია მნიშვნელოვანი!
 
აქ ჩემი მეგობარი მსახიობები დღის განმავლობაში მუშაობენ, ამიტომ რეპეტიციები მხოლოდ კვირის ბოლოს და საღამოობით ინიშნება. პრიორიტეტი პროფესიონალიზმს და ურთიერთობებს ენიჭება. თავისუფალ დროს ზოგი ვორქშოფებზე მუშაობს, ზოგიც თავის პროექტებს იწყებს. ასაკის და გამოცდილების მიუხედავად, ყველა სულ რაღაცას აკეთებს.
 
პანტომიმას მსოფლიოში ძალიან ბევრი სხვადასხვა ფორმა აქვს. თუმცა ფრანგული და პოლონური პანტომიმა მაინც პოფესიონალურ თეატრებთან ასოცირდება. უფრო ფრანგულს გავუსვამდი ხაზს, როგორიც არის ეტიენ დეკრუს დრამატული პანტომიმის აზრის სკოლა, ჟაკ ლეკოკი, რომელიც ანტონინ არტოს მეგობარი იყო და მარსელ მარსო , რომელიც ჟან ლუი ბაროს სუდენტი იყო.
522288704_1071240101806823_742052461871540434_n
 
რაც შეეხება საქართველოს, პანტომიმა ინფორმაციის ნაკლებობის გამო ქაოტურად განვითარდა. ძალიან მწირე ინფორმაციის იყო. ამირან შალიკაშვილმა დაიწყო იმის გამოგონება, რაც შეავსებდა ამ ინფორმაციულ ვაკუუმს. საბოლოო ჯამში, ქართულმა ჟანრმა პოლონური ტომაშევსკის და გროტოვსკის გავლენა უფრო განიცადა, ვიდრე ფრანგული კლასიკური, რაც რიტუალის სახით რამდენიმე სპექტაკლშიც გამოჩნდა.
 
დღეს პანტომიმაში ჩვენი მეთოდის შემუშავება გვჭირდება, თუ გვინდა რომ სკოლა, როგორც ფილოსოფია ისე ჩამოყალიბდეს და სტუდენტები მოიზიდოს სხვა ქვეყნებიდან. ამასთან ერთად, მეთოდი პრაქტიკაში უნდა მუშაობდეს , ასევე თანამედროვე კონტენტიც ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ახალი გზებია მოსაძებნი, რომ მოქმედების პოეზიის არსი არ დაიკარგოს
 
პროფესიონალი მსახიობი სულ უნდა ვითარდებოდეს, სულ ვორქშოპებზე უნდა დადიოდეს, სულ უნდა კითხულობდეს, ასწავლიდეს, სწავლობდეს, თავისით ქმნიდეს სამუშაოს და არავის ელოდებოდეს, რომ დაასაქმონ. ფიზიკურად და მორალურად მზად უნდა იყოს ფსიქოლოგიური, რელიგიური და საზოგადო დოგმების მნიშვნელობის და კრიტიკული კითხვების დასმისთვის. კრიტიკის მიღება, სინამდვილის შეცნობა უნდა შეეძლოს. რაც მთავარია, ხალისი უნდა ჰქონდეს და თუნდაც ტრაგიკულ როლს- თავდავიწყებით თამაშობდეს!
 
ამ დროისთვის სამ სპექტაკლზე ვმუშაობ. ერთი შტატებში მოგზაურობს, ლოს ანჟელესში და სიეტლში მიდის მომავალ წელს, Zotto ჰქვია და მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელი იაპონელების საკონცენტრაციო ბანაკების ისტორიაზეა აგებული. მეორე კი , ჩემი სოლო სპექტაკლია, ემიგრანტის ისტორიაა The Bluebird ჰქვია. ეს სპექტაკლი, ქართული პანტომიმის თეატრის პერიოდის კვლევა იყო, ჩემს პედაგოგს და კოლეგებს მივუძვენი. ვგეგმავ ოქტომბერში იტალიის ორ ქალაქში წავიღო. მესამე სპექტაკლია Tea Time აბსურდული პოლიტიკური ტრაგიკომედიაა, ზომიერი კლოუნადით, რომელიც მომავალ წელს დენვერში ჩვენს სცენაზე დაბრუნდება.
 
დენვერში გადმოსახლების შემდეგ თეატრის კეთების პერიოდი პერსონაჟის სპეციფიკის კვლევას მოვანდომე. ახლა მინდა, რომ ქორეოგრაფიულ მეტაფორებზე და დინამიურ უმოქმედობაზე ვიმუშავო. ამისათვის სპეციფიური ადამიანები მჭირდება, ვისაც ცეკვის და პერსონაჟის კეთების გამოცდილება აქვთ. რა თქმა უნდა, ფონდების დახმარება დამჭირდება, რაც ამ პოლიტიკურ გარემოში ძალიან ქაოტურია და შემცირებული. ამ თემაზე მეორე სოლო სპექტაკლის დადგმასაც ვგეგმავ.
 
მსახიობისთვის საქართველოში საქმიანობა ძალიან რთულია. არასეროზულად გიყურებენ, ძალიან აგდებული დამოკიდებულება აქვთ შენი პროფესიის მიმართ. დაცინვას ვინ ჩივის, რამეს რომ აკეთებ, გეუბნებიან ნუ აკეთებო. კლანები, შური, ბოღმა-- ახალ რამეს დაიწყებ, ყველას მაშინ მოუნდება იგივე საქმის კეთება… რამდენი ნიჭიერი ადამიანი დაიკარგა ამ მდგომარეობის გამო…
514253085_1071240295140137_6813753584373070158_n
 
დღევანდელი გადმოსახედიდან, უფრო ადრე წავიდოდი საზღვარგარეთ. ვისწავლიდი სადმე სახელოსნოში და არა ცნობილ სკოლაში. დავბრუნდებოდი, ქართული ტრადიციული რიტუალის ფორმას თეატრალურ მეთოდიკად ვაქცევდი, ფიზიკურ თეატრს და ნიღბების სახელოსნოს გავაკეთებდი.
 
ახალგაზრდა მსახიობებს მინდა ვურჩიო: დაივიწყეთ გამართლება! შეიყვარეთ საკუთარი თავი ისე, რომ რასაც აირჩევთ მთელი მონდომებით და ხალისით აკეთოთ, მაშინაც კი, როდესაც ყველაზე რთულია მისი კეთება. ყველაფრის მიუხედავად სულ წინ იარეთ! თავს უთხარით, რომ დღეს თუ არ შემიძლია, აი ამ ერთ რამეს მაინც გავაკეთებ და გააკეთე, როგორც ამას დეპრესიული ადამიანი გააკეთებდა… იპოვეთ ახალი გამოხატვის საშუალებები და ეძებეთ მეთოდები. მაგალითად თუ სკამი გატყდა , მეგობართან არ წახვიდეთ, იპოვეთ გზა, რომ შეაკეთოთ, შეიძლება არ გამოგივიდეთ მაგრამ მერე რა, ხომ სცადეთ და ამ ცდით რაღაც ისწავლეთ?!- შემდეგ წადით მეგობართან! ფეხებზე დაიკიდეთ ყველა ვინც გეუბნებათ, რომ ასე ნუ მღერიხართ, არ შეუშინდეთ დეპრესიას, არ იწუწუნოთ, რომ არ გასაქმებენ, მოიგონეთ, მიბაძეთ იმას ვინც მოგწონთ. იკითხეთ, უსაქმურობით მიიღეთ სიამოვნება, ლექსები წერეთ, იყავით პოეტები, იცეკვეთ ისეთ ადგილას, სადაც არავინ ელოდება, ისწავლეთ მოქმედებაში ფიქრი და იმოქმედეთ!
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის