USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
ქართველი მოჭიდავეები ანრი ხოზრევანიძე და დიმიტრი ხაჩიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ
Date:  1007
ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ისრაელელ მეტოქეს ფეტენე მელკამუს სძლია.
 
დიმიტრი ხაჩიძემ ფინალამდე დანიელი და თურქი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ მოწინააღმდეგეს სძლია.
ქართველმა მოჭიდავემ ანრი ხოზრევანიძემ (67 კგ) ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ჰლებ მაკარანკა დაამარცხა.
 
ანრი ხოზრევანიძემ ფინალამდე იტალიელი და პოლონელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ მოწინააღმდეგეს სძლია.
 
საქართველოს ანგარიშზე ამ ეტაპზე ხუთი მედალია. გუშინ ვერცხლის მედალი კობა ქარუმიძემ (55 კგ), ბრინჯაოს მედლები კი რომეო ბერიძემ (63 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) მოიპოვეს. დღეს დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ) ოქროს მედალი დაიმსახურა.
 
ქართველი მოჭიდავეები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
 
World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way