USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე მსოფლიოს ჩემპიონია
თარიღი:  2062
ანასტასია კირთაძე მსოფლიოს ჩემპიონია
ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ანასტასიამ 9 შესაძლებლიდან 7.5 ქულის მოპოვება შეძლო და ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ანასტასია კირთაძე 2011 წლის შემდეგ პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელმაც ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის