USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
ქართველი "ჰალკი" მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელია - ლევან საგინაშვილმა დევონ ლარატი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა
Date:  943
ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ტოპ 8 რაუნდის წაუგებლად მოიგო და დამსახურებულად ატარებს მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელის სტატუსს.

ლევანმა ფინალში რუსი ვიტალი ლალეტინი 6:0 დაამარცხა და ტოპ 8-ის პირველი შეჯიბრიც უპრობლემოდ მოიგო.

ლევანმა პირველ წრეში ამერიკელ "მოხუც" ტიმ ბრესნანს ასევე 6:0 მოუგო. მეორე წრეში, რომელიც ნახევარფინალი იყო, მსგავსი ანგარიშით დაამარცხა ყაზახი კიდგირბალი ონგარბაევი.

საგინაშვილმა პრესტიჟული ტიტულის მოპოვებასთან ერთად ჯილდოდ 50 000 ამერიკული დოლარიც მიიღო.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way