USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Тбилиси
ქართველი ძიუდოისტი ნინო ლოლაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
дата:  370
ქართველი ძიუდოისტი ნინო ლოლაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ესტონეთში მიმდინარეობს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში. კონტინენტის პირველობაზე იასპარეზა ქართველმა ძიუდოისტმა ნინო ლოლაძემ(57 კგ). მან ფინალი აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელ, უნგრელ და ესპანელ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალში კი ფრანგი მეტოქე დაამარცხა.
 
Тбилиси
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати