USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ქართველი ძიუდოისტი ლუკა ჯავახიშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
თარიღი:  1137
ქართველი ძიუდოისტი ლუკა ჯავახიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია
ტაჯიკეთი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა ჯავახიშვილმა (81 კგ). მან ფინალში ჩინელი ჯიანან ვანგი იპონით დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე ლიეტუველ, საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტს და ტაჯიკ სპორტსმენებს სძლია.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებია
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის