USD 2.7415
EUR 3.0686
RUB 3.3973
Tbilisi
ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე - ჰოპკინსის უნივერსიტეტში 7 დღემდე ველოდებით კორონავირუსზე პასუხს, როცა თბილისში ამის დადგენა რამოდენიმე საათში შეიძლება
Date:  2441
ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე:
"- 400-ზე მეტი სტატია დაიბეჭდა ახალ კორონავირუსზე, ზღვა (დეზ)ინფორმაციაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მოკლედ შევეცადე შემეჯამებინა მნიშვნელოვანი დეტალები რაზეც იმდენად არ გამახვილდა ყურადღება. მხოლოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ვისაც დაგაინტერესებთ:
 სავარაუდო მექანიზმი დადგენილია - ვირუსს აქვს მაღალი აფინურობა ცილისადმი (ACE2) რომელიც დიდი რაოდენობით ფილტვის და გულის ქსოვილშია გამოხატული.
ჰიპოთეზაა (დაუდასტურებელი), რომ დაინფიცირების შემთხვევაში ACE ინჰიბიტორი (წნევის და გულის უკმარისობის წამალი) უნდა შეჩერდეს
Нет описания фото.ახალი, ყველაზე დალაგებული და დიდი კვლევის მიხედვით, ინკუბაციური პერიოდი ბევრად უფრო მცირეა ვიდრე გვეგონა, საშუალოდ 4 დღე (არა 10-14), მაგრამ ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა 24 დღეც და 1 დღეც, ამიტომ 14 დღიანი კარანტინი იდეალური არ არის, თუმცა ასეთია ამჟამინდელი რეცომენდაცია.
ახალი კორონავირუსი დიდი რაოდენობით გამოიყოფა განავალში და დიდი ალბათობით გადაეცემა არა მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით, არამედ ფომიტებით (საყოფაცხოვრებო ნივთებით), ამიტომაც არის ხელების დაბანა ასეთი მნიშვნელოვანი!! 
ასიმპტომური გადაცემა ნამდვილად ხდება, ამავე დროს ცხელება ყველაზე დიდ კვლევაში მხოლოდ პაციენტების 41% დაუფიქსირდა, 80% საერთოდ უსიმპტომოა ან უმნიშვნელო სიმპტომები აღენიშნება, ამიტომაც ვირუსი ყოველთვის 2 ნაბიჯით წინ არის და იქნება. ასევე, როგორც ჩანს, გრიპივით სეზონურობა არ ახასიათბს და დათბობასთან ერთად არ შემცირდება 
 სიკვდილიანობის მაჩვენებელი (CFR) თუ გავასაშუალოებთ ყველა ქვეყნის მონაცემებს არის 0.3-3.4% (ესეც კი გრიპის ვირუსის მონაცემებს აჭარბებს), თუმცა თუ ასაკობრივ ჯგუფებს შევხედავთ 65 წელს ზემოთ, დაავადების სიმძიმეც და სიკვდილიანობაც 10-14%-მდე აღწევს; ამიტომაც ჩვენ ასაკოვან ბებიაბაბუებზე და მშობლებზე უნდა ვიფიქროთ როდესაც თვითიზოლაციაზე ვსაუბრობთ. 
На изображении может находиться: текстჰოპკინსის უნივესიტეტში, რომელიც ერთერთ წამყვან ინფექციურ პროგრამად ითვლება ქვეყანაში, მხოლოდ ახლა ვიღებთ სატესტო მასალას (პრობებს), ყველა ანალიზს ატლანტაში, CDC-ში ვაგზავნით და 7 დღემდე ველოდებით პასუხს, როდესაც თბილისში რამდენიმე საათშია შესაძლებელი დაავადების დადგენა ან გამორიცხვა, ამიტომ ყველა მოქალაქე ლუგარის ლაბორატორიას და შეერთებულ შტატებს მადლობას უნდა ვუხდიდეთ
ამჟამინდელი რეკომენდაცია (CDC) ჯერ კიდევ N95 ნიღაბია, თუმცა დიდი ალბათობით ეს რეკომენდაციაც შეიცვლება, რადგან არავის დაუმტკიცებია რომ ჩვეულებრივ (ქირურგიულ) ნიღაბზე უფრო მეტად იცავს გადაცემისგან. რაც შეეხება ჰოსპიტლის პერსონალს, ნიღაბი, თვალების საფარი, ორმაგი ხელთათმანი და მანტიაა რეკომენდებული 
 ახალი პრეპარატი, რემდესივირი, გამოიგონეს ებოლასთვის, კალიტრა (Lopinavi/Ritonavir) კი აივ ინფექციისთვის. რემდესივირის მესამე ფაზის კვლევა დაიწყო ნებრასკაში და ჩინეთში, თუმცა ჯერ არ ვიცით რამდენად იმუშავებს და, თუ იმუშავებს, ფართო მასებამდე როდის მიაღწევს.
 ვაქცინა ჯერ არ გვაქვს! პირველი კანდიდატი ვაქცინის ცდა (პირველი ფაზა) მხოლოდ მარტში დაიწყო და ასევე დიდი ხანი დაჭირდება სანამ ფართოდ გავრცელდება. (ყველაზე ცოტა 1 წლიდან 18 თვემდე დაჭირდება) 
 ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სოციალური დისტანცირება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ხდება პანდემისს პირობებში.
 მოდელირებულ კვლევებში მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, სასწავლებლების და იმ სამუშაო ადგილების დახურვა სადაც ვირუსი დაფიქსირდება, გადაცემის რისკს 60% შეამცირებს
 მოკლედ ეკონომიკას და პანდემიას ერთად ვერ გააკონტროლებს ვერცერთი სახელმწიფო; ეს ინფექციის ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი, პერსონალური გადაწყვეტილებები მთავრობის მიერ მიღებულ ნებისმიერ ზომაზე უფრო მეტად მოახდენს ეპიდემიაზე გავლენას 
ბოლოს, მადლობა ყველას, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს პაციენტებისთვის. გუშინ პირველად დამიძახეს შესაძლო შემთხვევის სანახავად და ვიცი, რა შეგრძნება აქვს ექიმს, რომელიც საიზოლაციო ოთახში შედის.."
tbilisi
თბილისის მერია - ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მოძრაობა კვლავ შეზღუდულია - ავარიული კორპუსის იატაკის შემდეგ, არსებობს ფასადის ჩამონგრევის საფრთხე

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალისტებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შესაძლო ვიბრაციების გამოწვევის გამო, მისამართზე აიკრძალა, როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.

„მომხდარის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებით, საექსპერტო კვლევა მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მისამართზე დაიგეგმება საჭირო სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა. შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ტერიტორიაზე გადაადგილება აიკრძალა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way