ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) 18 ივნისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ქართველები ევვროკავშირის წევრობაზე ოცნებობენ, მათი მთავრობა კი ვლადიმერ პუტინს უახლოვდება“ (ავტორი - ჯულიან ბორგერი. იგი საქართველოში აშშ-ში არსებული გერმანული „მარშალის ფონდის“ დაფინანსებით იმყოფებოდა).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
სოფელი ხურვალეთი „სამხრეთ ოსეთის“ [რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებული საქართველოს სეპარატისტული რეგიონის] ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარეობს, რომელსაც ოსები და რუსები „სახელმწიფო საზღვარს“ უწოდებენ. ხურვალეთიდან კარგად მოჩანს „საზღვრის“ მიღმა დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზა. იქ ამჟამად შედარებით მცირე რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან, რადგან კრემლმა მათი ნაწილი უკრაინის ფრონტზე გადაისროლა. ამის მიუხედავად, ქართველები შიშობენ, რომ თუ რუსეთი უკრაინის ომში გაიმარჯვებს, კრემლმა შეიძლება საქართველოს კიდევ ერთი ნაწილი „მოკბიჩოს“, ან ქვეყანა მთლიანად „ჩაყლაპოს“. დღეისათვის დროებითი გამიჯვნის [ცეცხლის შეწყვეტის] ხაზს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკონტროლებს, რომლებიც „ბორდერიზაციის“ (ანუ „საზღვრის“ მცოცავად გადმოწევის) ფაქტებს აღნუსხავენ. „ბორდერიზაცია იწყება თხრილებითა და ტრანშეების გაკეთებით, შემდეგ ასობენ ბოძები და აბამენ მავთულხრართებს, დგამენ ბანერებს წარწერებით“, - ამბობს მისიის ხელმზღვანელი კლაას მაესი.
ხუთი წლის წინ, ერთ დილას, ხურვალეთელებმა გაიღვიძეს და ნახეს, რომ ოკუპანტებმა საზღვრის გაყვანა დაიწყეს. საბოლოოდ კი სოფელი ორად გაიყო: ე.წ. „საზღვარმა“ გაიარა ეზოებზე, მიწის ნაკვეთებზე, ნათესებზე... ნათესავებს და მეზობლებს ერთმანეთთან მისვლა აღარ შეუძლიათ და ვინც ამას უნებართვოდ შეცდება, მას იჭერენ და ჯარიმას ახდევინებენ.
როგორც საქართველოში ამბობენ, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის სამხედრო ბაზიდან, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრზე მდებარეობს, რუსულმა ტანკებმა თბილისს შეუტიონ და საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალი „გადაჭრან“, თუმცა, იმის გამო, რომ რუსეთის ბაზა ამჟამად დასუსტებულია და კრემლს ტავისი გასაჭიი აქვს, თბილისის ქუჩებში რუსული ტანკების გამოჩენა საეჭვოა...
მაგრამ უფრო რეალურია სხვა ეჭვი: რუსეთი საქართველოში ძალაუფლებას შეუმჩნევლად იღებს - და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა პროდასავლურად არის განწყობილი
ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტების მტკიცებით, საქართველოს „ჩუმი“ დაპყრობის მექანიზმის მუშაობას ხელს უწყობს მმარტველი პარტიაც - „ქართული ოცნება“, რომელიც სიტყვით ევროკავშირისაკენ ისწრაფვის, საქმით კი სულ უფრო მეტად მიიწევს მოსკოვისაკენ. ამის სიმპტომები მრავლადაა: რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა, რუსული მმართველი ელიტის წევრთა ნათესავების ჩამოსვლა და ა.შ.
მმართველი პარტიის ხელმძღვანელების რიტორიკაში სულ უფრო მეტად გაისმის დასავლეთის კრიტიკა და რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამოხატვა. საქართველო ოფიციალურად თითქოსდა ისწრაფვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ლიდერები ისე მოქმედებენ, რომ ევროკავშირს და ნატოს თანდათან შორდებიან. წინააღმდეგობრივი განაცხადებების გაკეთებაში განსაკუთრებით აქტიურობენ პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელთა თქმით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმისაკენ უბიძგებს, რისთვისაც უკრაინას იყენებს. პრემიერ-მინისტრმა ბუდაპეშტში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ძალით თავს მოახვიოს მიუღებელი ფასეულობები, მაგალიტად „ლგბტ-საზოგადოებასთან“ მიმართებით.
რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამ ყველაფერს ამჩნევს და მთავრობას და მმართველ პარტიას პრორუსულ ორიენტაციაში ადანაშაულებს. ასეთი პოლიტიკის გატარებით საქარტველო ვერასოდეს ვერ გახდება ვერც ევროკავშირისა და ვერც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი“, - ამბობს პარლამენტის წევრი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობიდან“.
სხვათა შორის, საქართველოში უკვე საკმაო ხანია დაპატიმრებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი, ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მმარტველობის პერიოდში ცადენილი დანასაულისათვის გაასამართლეს (ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით). როგორც ევროპარლამენტმა ჩათვალა, იგი პირადი შურისძიების“ მოტივით არის საპყრობილეში და მისი გათავისუფლება მოითხოვა, რაც საქართველოს მთავრობამ ყურად არ იღო. უნდა აღინიშნოს რომ ოპოზიციის თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემა კორუმპირებულია და კლანური სისტემაა გავრცელებული.
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსული კანონმდებლობის მსგავსი აქტები მიიღოს, მაგალითად, კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რაც ოპოზიციის ძალისხმევით იქნა გაუქმებული. თუმცა, ოპოზიციის გარკვეული წარმატების მიუხედავად, ხელისუფლება სულ უფრო არღვევს ქართულ დამოუკიდებელ მასმედიას - დააპატიმრა და გაასამართლა მმართველი პარტიისადმი კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური ტელეარხის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია, რომელიც, ორგანიზაცია Transparency International-ის დასკვნით, პოლიტიკურად მოტივირებულად“ ჩათვალა. მმართველი პარტიის წევრებს ეკრძალებათ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მასმედიასთან კონტაქტი. ამჟამად ძალაში შედის წესი, რომელიც პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებს ეხება - მათ ეკრძალებათ იმ კითხვის ხელახლა დასმა, რომელზეც დეპუტატი არ პასუხობს.
თბილისში, თავისუფლების მოედანთან ძველებურად არსებობს მთავრობის მიერ მართვადი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, რომელზეც ორივე ორგანიზაციის დროსა ფრიალებს, მაგრამ ცენტრმა შეწყვიტა საინფორმაციო-პროპაგანდისტული ხასიათის ღონისძიებები და ფაქტიურად მხოლოდ ტექნიკურ ფუნქციებს ასრულებს. ცენტრის შესასვლელი კარი მუდმივად დახურულია და მის ზღურბლთან ყვავილები იყიდება.
„ქართული ოცნების“ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ცენტრის შენობა „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის ნამდვილ მეტაფორას წარმოადგენს: გარედან ფასადი პროდასავლურია, შიგნით არაფერი არ კეთდება პროდასავლურად. როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ამბობენ, ასეთი ფასადი მთავრობისათვის აუცილებელია, რადგან მომავალ წელს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80% პროდასავლურად არის განწყობილი, არჩევნები უნდა ჩატარდეს.
საბოლოო ჯამში, ოპოზიციის თქმით, მმართველი პარტია მხოლოდ ერთ ადამიანს ექვემდებარება - მის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ტავისი ქონება რუსეთში დააგროვა. იგი პრემიერ-მინისტრი იყო 2012 წლიდან, როცა საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ გადადგა, თუმცა ქვეყნის მთავრობაზე და პოლიტიკაზე ისევ ძლიერ გავლენას ახდენს. ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბანკში მუშაობდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბიძინა ივანშვილის დაცვის უფროსად მუშაობდა, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს კი გრიგოლ ლილუაშვილს კი ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში წამყვანი თანამდებობები ეკავა.
მაგნატის სასახლე მოდერნისტული სტილით - მინითა და ფოლადის კონსტრქუციებითაა აგებული და თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს. ბიძინა ივანიშვილს აქვს საზაფხულო რეზიდენციაც შავი ზღვის ნაპირზე, სადაც მისსავე კუთვნილ ზოოლოგიურ პარკში უამრავი ეგზოტიკური ცხოველი ბინადროს, ხოლო დენდროლოგიურ პარკში იშვიათი ჯიშის მცენარეებია შეკრებილი - ხეები ფესვებით იძირკვებოდა და ზღვაზე ბარჟებით გადაჰქონდათ პარკში დასანერგად.
არავინ იცის, თუ რა დონით არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინზე, რამდენად არის დავალებული მასზე, მაგრამ დამკვირვებლები (კრემლოლოგები) თვლიან, რომ რუსეთიდან ბიძინა ფულს პრეზიდენტთან გარიგების გარეშე ვერანაირად ვერ წამოიღებდა: „ჩვენთან ისეთი პოლიტიკური სისტემაა, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი დომინირებს“, - ამბობს „გარდიანტან“ საუბარში ირკალი ფორჩხიძე, სტრატეგიული კვლევების ქართული ინხტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი.
თავის მხრივ, ხელისუფლების მაღალჩინოსანი წარმომადგენელი, პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უარყოფს, რომ პარტია ბიძინა ივანიშვილის პირად პროექტს წარმოადგენს: „მე პირადად მას არ ვიცნობ. რა თქმა უნდა, არიან ისინი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს იცნობენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასთან მუშაობდნენ. მე ამას არ ვუარყოფ, მაგრამ ტყუილია ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრთა 100 პროცენტი ყველა მასთან არის დაკავშირებული“. რაც შეეხება მოსკოვთან კავშირებს, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, არავითარი დამამტკიცებელი ფაქტი არ არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვთან კონტაქტები აქვს. იგი არ ხვდება რუს პოლიტიკოსებს და რუსეთში ბიზნესი აღარ აქვს..
რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ თბილისში ავიარეისებს ისეთი რუსული კომპანიები ასრულებენ, რომლებზეც დასავლური სანქციები არ ვრცელდება: „განსხვავება ძალიან დიდია დიდია. ჩვენს აეროპორტებში არ ვიღებთ ისეთ თვითმფრინავებს, რომლებზეც აშშ-სა და ევროკავშირს რაიმე პრეტენზიები აქვთ“.
მაგრამ ავიამიმოსვლის განახლებამ აშშ-სა და ევროკავშირის გაღიზიანება მაინც გამოიწვია, განსაკუტრებით მას შემდეგ, რაც ქართულმა ავიაკომპანიამ Georgian Airways-მა რუსებისათვის ევროპისაკენ სატრანზიტო ფრენების შესაძლებლობა გამოაცხადა, რითაც დასავლური სანქციების გავლენა შეასუსტა. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა „მტრის დაშოშმინების“ ჩარჩოებს აშკარად გასცდა“, - ამბობს ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი.
ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკის (გადაწყვეტილებების, დეკლარაციების) ურთიერთთავსებობა 2022 წელს დაფიქსირებული 44%-დან 2023 წლის პირველ ნახევარში 341%-მდე შემცირდა, რაც ძალიან შემაშფოთებელია.
იმავდროულად თბილისში მყოფი ევროპელი დიპლომატები აცნობიერებენ, რომ ისინი დილემის წინაშე დგანან: თუ ბრიუსელი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობას, რომელიც დემოკრატიისაგან უკან იხევს, ევროკავშირი ხელს უწყობენ, რომ ხელისუფლებაში დარჩეს და თუ არ მიანიჭებენ, ამით ბევრ ქართველს ევეროპის მიმართ იმედები გაუცრუვდება, ხოლო „ქართულ ოცნებას“ მოსკოვთან კავშირების გაფართოების საბაბი მიეცემა. გარდა ამისა, მოსალოდნელია ქუჩის პროტესტების პროვოცირებაც.
როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, „ევროკავშირის ნეგატიური გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ისეთი მოვლენების სპირალს გამოიწვევს, რომ სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს“.