USD 2.6936
EUR 3.1464
RUB 3.5993
Тбилиси
ქართველები და ჯვაროსნები - ნაკლებად ცნობილი დეტალები
дата:  13758

დიდგორის ბრძოლის გარდა ქართველები და ჯვაროსნები სხვა ბრძოლებშიც იბრძოდნენ მხარდამხარ, რასაც ყურადღება არ ექცევა.

იერუსალიმის უკანასკნელი (შემდგომ კვიპროსის) გვირგვინოსანი მეფე ჰენრი მეორე, ბურკჰარდ სიონელის მიხედვით 1299-წელს იბრძოდა მონღოლებთან და ჯვრის დროშიან ქართველებთან ერთად მამლუქთა წინააღმდეგ.


უფრო ადრე კი: 1281-წლის ოქტომბერი, მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უსასტიკესი დაპირისპირება - ჰომსის ბრძოლა, სადაც ერთმანეთს მონღოლურ- ქართული კოალიცია და ეგვიპტელი მამლუქები დაუპირისპირდნენ, მაკრიზის მიხედვით ქართველთა და მონღოლთა მხარდამხარ იბრძოდნენ ეგვიპტის სულთანთა ისტორიული მტრები - ჯვაროსნებიც (ფრანგები).

აქ საუბარი ტრიპოლელ ჯვაროსნებზე უნდა იყოს. ქართულ შენაერთს ხელმძღვანელობდა მეფე დემეტრე თავდადებული. მარცხენა ფლანგზე მოწინავეობა მონღოლთა ლაშქრის სარდალს - მონქეს, დემეტრემ და ქართულმა რაზმმა სთხოვა. თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. სულთანმა ქალავუნმა იცოდა, რომ მონღოლურ ლაშქარში ყველაზე ბრძოლის უნარიანები ქართველები იყვნენ. ამიტომ ახალგზარდა დემეტრეს წინააღმდეგ თორმეტი ათასი რჩეული მეომარი გამოყო.

ისტორიკოსი წერს, რომ ბრძოლა იყო ,,სასტიკი და ძლიერი ოდესვე ყოფილთა და გარდასულთა უდიდესი". სულთანმა ქალავუნმა გაანადგურა მონღოლთა ცენტრი, დაჭრა და უკუაქცია სარდალი მონქე, მაგრამ ქართულმა შენაერთმა ჭეშმარიტი სასწაული მოახდინა და სულთნის რჩეული თორმეტი ათასი მეომარი გააქცია. ეს გამარჯვება ძალიან ძვირი დაჯდა, ქართველი მეწინავეები მთლიანად დაიხოცნენ, დემეტრეს ცხენი მოუკლეს.

ქალავუნმა ქართველებზე შეტევა ვერ გაბედა. შიკრიკმა ყაენს ბრძოლის ამბავი ასე გადასცა: ალიყანი იბრძოდა, როგორც შევარდენი, მონქე, როგორც ვერძი, ებაგანი ვეფხვს ჰგავდა, იასბუღა კამეჩს, ქართველთა მეფეზე კი მონღოლურად თქვა: თენგრი მეთუ ქაურ ქურბაჳ - ღმერთი გრგვინავდა.


ამ უმაგალითო შემართების გამო საქართველოს მეფეები უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ. ჯვაროსნებმა თავიანთი თვალით იხილეს ქართველთა ბრძოლის უნარიანობისაგან მოხდენილი სამხედრო სასწაული, ჩანს, სწორედ ამიტომ დაუკავშირდა საფრანგეთის მეფე ფილიპე ვალუა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოსაწყობად სწორედ საქართველოს მეფეს. სწორედ ამიტომ მიანიჭა ეგვიპტის სულთანმა გიორგი ბრწყინვალეს ქრისტეს საფლავის კლიტე, (რასაც გერმანელი პილიგრიმი ლიუდოლფ ზუდჰეიმი ადასტურებს), შეუფასებელი სიმდიდრე, რომელიც ევროპულმა სახელმწიფოებმა საბოლოოდ დაკარგეს და ჯვაროსნული ლაშქრობების მეშვეობითაც კი ვერ შეძლეს მისი დაბრუნება.

ბექა ჭიჭინაძე, მკვლევარი

 

мир
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати