USD 2.6938
EUR 3.1679
RUB 3.5984
Tbilisi
ქართველ მსახიობს, სალომე დემურიას, გადაეცა ჯილდო - „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი“
Date:  
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ევროპული კინოს ხელშეწყობის“ ერთ-ერთ საკონკურსო პროგრამა European Shooting Stars-ზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილ მსახიობს, სალომე დემურიას, გადაეცა ჯილდო - „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი“.
ბერლინში საზეიმო ღონისძიებას ქართული დელეგაციის წევრები დაესწრნენ და ქართველ მსახიობს შემოქმედებით საქმიანობაში მომავალშიც წარმატებები უსურვეს.
კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ სალომე დემურია 2023 წლის 10 ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია და ის რუსუდან გლურჯიძის ფილმში - „ანტიკვარიატი“ - შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა.
მნიშვნელოვანია, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მსახიობს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა აქვს, პირისპირ შეხვდეს კინოინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებს.
„ევროპული კინოს ხელშეწყობა“ საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციებს აერთიანებს და მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ინფრომაციისთივს: ქ. ბერლინი 15-25 თებერვალს მასპინძლობს 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომლის ფარგლებში 15-21 თებერვალს ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის“ მხარდაჭერით, ტრადიციულად, საქართველოს სტენდით არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებთან და სახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას.
ევროპულ კინობაზრობაზე საქართველოს დელეგაცია, რომელსაც კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.
World
ირანი აშშ-ს ირანული გემის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ძალების მიერ ირანული სატვირთო გემის, Touska-ს დაკავებას გმობს და აშშ-ს გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟის წევრებისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეჭვგარეშეა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ირანის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად და მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დასაცავად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„ასევე ნათელია, რომ რეგიონში შემდგომი ესკალაციის სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეგიონში შემდგომ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვირას აშშ-ის საზღვაო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი მას შემდეგ, რაც მან ომანის ყურეში აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დარღვევა სცადა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way