USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
ქართულმა წყვილმა ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
Date:  512
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატს 18 წლამდე ფრენბურთელებს შორის პირველად მასპინძლობს. ტურნირი „ამბასადორი კაჭრეთში“ იმართება
 
კონტინენტის პირველობაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ქართველმა წყვილმა ლუკა ჯანელიძისა და ირაკლი სუბელიანის შემადგენლობით. ფრენბურთელებმა მოლდოველები დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 (21:17; 15:21; 17:15) დაამარცხეს და ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობენ.
 
ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას 34 ქვეყანა იღებს. ტურნირში როგორც გოგონები, ასევე ვაჟები ასპარეზობენ. საქართველოს ღირსებას კონტინენტის პირველობაზე გოგონებსა და ვაჟებში 3-3 წყვილი იცავს. ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატი 14 ივლისს დასრულდება.
tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way