USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Tbilisi
"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
Date:  626

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენის ღონისძიება გუშინ ღამით გაიმართა.

თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

ვაკე - გიორგი ტყემალაძე;

მთაწმინდა - ზურაბ აბაშიძე;

სამგორი - რევაზ სოხაძე;

ისანი - კახა ლაბუჩიძე;

კრწანისი - ლევან ჯაფარიძე;

ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე;

გლდანი - კონსტანტინე ზარნაძე;

დიდუბე - გივი ჩხარტიშვილი;

საბურთალო - ავთანდილ ცინცაძე;

ჩუღურეთი - ზურაბ ჩიკვილაძე.

შეგახსენებთ, "ოცნების" მიერ წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეა.

sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way