USD 2.6527
EUR 3.0408
RUB 3.6199
Тбилиси
ქართული Artisio “სტარტაპების მსოფლიო თასის” ფინალში გავიდა
дата:  976

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Artisio მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის “სტარტაპების მსოფლიო თასის” ფინალში გავიდა.

“სტარტაპების მსოფლიო თასი” კალიფორნიაში იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები მონაწილეობენ, ხოლო კონკურსის საპრიზო ფონდი $1 მილიონს შეადგენს.

სწორედ ქართულმა Artisio-მ გაიმარჯვა Startup Connect-ისა და Pegasus Tech Ventures-ის ორგანიზებით, ბათუმში ჩატარებულ ეროვნულ შეჯიბრში, რომელიც მაისში შედგა.

შეგახსენებთ, რომ Artisio-ს მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, აუქციონის ჩატარება ნებისმიერ კომპანიას, სულ რაღაც ერთ საათში შეუძლია.

კონკურსში გამარჯვებული ხვალ გამოვლინდება.

როგორც Artisio-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ბერდია ყამარაული  ამბობს, კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, აუქციონის ჩატარება ნებისმიერ კომპანიას, სულ რაღაც ერთ საათში შეუძლია.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ბერდია ყამარაული აღნიშნავს, რომ კომპანიის უმთავრეს მიზანს მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა წარმოადგენს. ამასთან, Artisio საფრანგეთში შესვლასაც გეგმავს, სადაც კომპანიას, ამ ეტაპზე, სამი კლიენტი ჰყავს.

“ჩვენს კლიენტებს შორის დიდი სააუქციონო სახლებიც არიან, მათ შორისაა Stanley Gibbons-იც, რომელიც საფოსტო მარკების მსოფლიოში ყველაზე დიდი და ერთ-ერთი უძველესი სააუქციონო სახლია. ამ სააუქციონო სახლს ე.წ. “სამეფო უფლება”, რაც ნიშნავს, რომ ის ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირად კოლექციას მენეჯმენტს უწევს. ჩვენს კლიენტებს შორისაა ნიდერლანდების ერთ-ერთი უძველესი სააუქციონო სახლიც, მაგრამ, ამასთან, ვემსახურებით ისეთ კომპანიებს, რომლებიც აუქციონების მიმართულებით არ ოპერირებენ. ასეთია NATO-ს ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო კონტრაქტორი კომპანია, რომელსაც მეორადი პროდუქციის აუქციონზე გაყიდვაში ვეხმარებით”, - აღნიშნავს ბერდია ყამარაული ბიემჯისთან საუბრისას და დასძენს, რომ Artisio-ს კლიენტებს შორის ღვინისა და მეორეული ნივთების სააუქციონო სახლებიც არიან.

ბიემჯის კითხვაზე, გეგმავს თუ არა Artisio სახელმწიფო ტენდერების გამარტივების მიზნით საჯარო უწყებებთან თანამშრომლობას, ბერდია ყამარაული ამბობს, რომ ასეთი გამოცდილება კომპანიას უკვე ჰქონდა.

“სამხრეთ აფრიკიდან კომპანიამ მოგვმართა, რომელსაც სურდა, ჩვენი პლატფორმის დახმარებით აუქციონზე სახელმწიფო ლიცენზიები გაეყიდა. ანალოგიურად ამისა, ჩვენს პლატფორმაზე ნებისმიერი სახელმწიფო ტენდერის ჩატარება შეიძლება. ახლა ბრაზილიის ბაზარზე გაკოტრებული კომპანიების აქტივების მმართველ კომპანიას ველაპარაკებით, რომელსაც სურს, აქტივები ჩვენი პლატფორმის გამოყენებით გაყიდოს”, - აღნიშნავს ბერდია ყამარაული ბიემჯისთან საუბრისას.

როგორც Artisio-ს დამფუძნებელი ამბობს, საქართველოში, ამჟამად, კომპანიას კლიენტები არ ჰყავს, რასაც, მისი თქმით, აუქციონის კულტურის არარსებობა განაპირობებს. მიუხედავად ამისა, კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ დაინტერესება მზარდია.

“როგორც ვიცი, საქართველოში “ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი” შემოდის, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ონლაინმაღაზიაში შეძენილი პროდუქცია ყიდვიდან 30 დღის განმავლობაში დააბრუნოს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ეს მოდელი შემდეგნაირად ფუნქციონირებს: როცა მომხმარებელი პროდუქტს უკან აბრუნებს, Amazon-ი ან სხვა მსგავსი კომპანია ამ პროდუქტს მის ვებგვერდზე აღარ ათავსებს, რადგან ჰყავს კომპანია, რომელსაც ამ ნივთებს აუქციონზე გასაყიდად აძლევს.

ანალოგიური მოდელის დანერგვა ქართულ ბაზარზეც გახდება აუცილებელი და მზად ვართ, ასეთ კომპანიებს აუქციონების ჩასატარებლად საჭირო მზა პლატფორმა მივაწოდოთ”, - განაცხადა ბერდია ყამარაულმა.

 

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати