USD 2.7079
EUR 3.1680
RUB 3.3354
Тбилиси
ქართული რაგბის შესახებ ბრიტანული გამოცემა "Rugby magazine Uk" ვრცელ სტატიას მოამზადებს
дата:  561

გამოცემის ჟურნალისტები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფებიან. ცნობილი ბრიტანული გამოცემის წარმომადგენლები საქართველო- ესპანეთის თამაშს დაესწრნენ. გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, კულტურას. ვრცელი სტატია კი ქართული რაგბისა და საქართველოს შესახებ “Rugby Magazine Uk”-ში დაიბეჭდება.

“ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ რაგბის ჟურნალს დიდი ბრიტანეთიდან. ჩამოვედით რათა თავიდან აღმოვავინოთ ქართული რაგბი და ასევე ქვეყანა. ოთხი დღეა ვიმყოფები თბილისში. დავათვალიერეთ ქალაქი, ვუყურეთ ქართულ რაგბს, გავესაუბრეთ ხალხს რაგბის ფედერაციაში და თავიდან აღმოვაჩინეთ ქვეყანა. მე არ ვიცოდი რა დამხვდებოდა საქათველოში და აღრფთოვენებული ვარ ქვეყნით და მოხიბლულო ვარ ძალიან მოტივირებული ხალხით. ამიტომაც უყვართ საქართველოში რაგბი. ძალიან სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხი ხართ. მოხარული ვარ რომ
გავეცანი თქვენს კულტურას, ძალიან საინტერესო გეოგრაფიული ადგილმდებარეობა გაქვთ და ყველა ძალიან სტუმართმოყვარეები ხართ. – განაცხადა ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა ჯაიმს პრისმა.

общество
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати