USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ქართული ოცნების სავარაუდო მაჟორიტარები თბილისში
Date:  693

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარების წარსადგენად ემზადება. კულუარული ინფორმაციით, ოფიციალურ თარიღამდე ცნობილი ხდება თუ ვის წარადგენს ბიძინა ივანიშვილი თბილისის მაჟორიტარებადი.

ცნობილი ხდება, რომ გლდანში,  მმართველი გუნდი კახი კალაძის მეგობარს და ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს,ლევან კობიაშვილს წარადგენს.

ნაძალადევში კენჭს იუსტიციის მინისტრი თეა სწულუკიანი.

მოქმედი მინისტრის გარდა ოცნება ყოფილ მინისტრებსაც ჩართავს საარჩევნო მარათონში და დედაქალაქში, საბურთალოს ოლქში დავით სერგეენკოს „ლელოს“ კანდიდატ ბადრი ჯაფარიძეს დაუპირისპირებს.

ერთ-ერთ მაჟორიტარ კანდიდატად მმართველი პარტია ამირან გამყრელიძესაც განიხილავს, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცდენტრის დირექტორისგან პასუხი ქართულ ოცნებას ჯერ არ მიუღია.

ვაკეში,ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ მმართველი გუნდიდან სავარაურდოდ ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იბრძოლებს.

დიდუბე/ჩუღურეთის ოლქში ილია წულაიას და გია ვოლსკის კანდიდატურები განიხილება.

რაც შეეხება სამგორის ოლქს, აქ ლევან ხაბეიშვილს სოზარ სუიბარი დაუპირისპირდება, ხოლო ისნის საარჩევნო ოლქში გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ ქართული ოცნება მორაგბე ირაკლი აბუსერიძეს დააყენებს.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way