USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
თბილისი
„ქართული ოცნება“ მმართველობას სამჯერ გაზრდილი ვალით ასრულებს
თარიღი:  1246

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ მოიტყუეს, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება პანდემიას დააბრალეს.

მისი თქმით, საქართველოსადმი ნდობა დიდი ხანია დაკარგეს ინვესტორებმა და მისი აღდგენისთვის ხელისუფლების ცვლილებაა აუცილებელი. მიისვე თქმით, „ქართული ოცნება“ მმართველობას სამჯერ გაზრდილი ვალით ასრულებს.

“რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი გავლენა იქონია ამ საკითხზე, თუმცა, შევახსენებ პატივცემულ მინისტრებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უკვე 2018 წელს შემცირდა 35 %-ით, 2019 წელს კი არ გაზრდილა და მშპ-სთან შეფარდებით, ბოლო წლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელზე 7.1% შეადგინა. საქართველოსადმი ნდობა დიდი ხანია დაკარგეს ინვესტორებმა და მისი აღდგენისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. მსურს ასევე გამოვეხმაურო 2020 წლის განახლებულ ბიუჯეტს. როგორც მოსალოდნელი იყო, მთავრობამ არ გააკეთა სერიოზული ეკონომია ხარჯვით ნაწილში, მიუხედავად მძიმე კრიზისისა. სახელმწიფო მოხელეების ხელფასების მხოლოდ 57 მილიონი ლარით შემცირება მეტყველებს მმართველი პარტიის ხალხის ფულის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. საგანგაშოა, რომ 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტის 45% ვალით შეივსება და წლის ბოლოს საქართველო რეკორდული მაჩვენებლის მთავრობის ვალი ექნება, 27 მილიარდი ლარის ოდენობით, ანუ 3-ჯერ მეტი ვიდრე 2013 წელს ჰქონდა”,-აცხადებს მიქაუტაძე.

ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მსოფლიო
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის