USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
Tbilisi
ქართული ლარი მსოფლიოს ათ ყველაზე გამყარებულ ვალუტას შორისაა - მიზეზები
Date:  1389

წყარო: https://bm.ge

მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნული ვალუტა განსაკუთრებული სიმყარით გამოირჩევა, ამჟამად ლარი მსოფლიოს ათ ყველაზე გამყარებულ ვალუტას შორისაა.

წლის დასაწყისიდან დღემდე, ქართული ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით დაახლოებით 7%-ით გამყარდა; ერთწლიან პერიოდში კი ვალუტის კურსის ცვლილება +19.5%-ს შეადგენს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ლარზე უკეთესი შედეგი მსოფლიოში მხოლოდ 8 ვალუტას აქვს, გლობალური ტოპ ათეული კი ასე გამოიყურება:

1. შრი-ლანკური რუპია +17.9%
2. ერაყული დინარი +11.5%
3. მექსიკური პესო +10.9%
4. კოსტა-რიკული კოლონი +10.3%
5. უნგრული ფორინიტი +9.6%
6. მოლდოვური ლეი +7.4%
7. ჩილეური პესო +7.2%
8. ბრაზილიური რეალი +7.1%
9. ქართული ლარი +6.7%
10. კოლუმბიური პესო +6.3%

მართალია, მიმდინარე კვირას საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე გადაერთო და რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე შეამცირა, თუმცა მიუხედავად ამისა, ლარი მაინც საკმაოდ სტაბილურად ინარჩუნებს დოლარის მიმართ სიმყარეს.

ზოგადად, ეროვნული ვალუტის სიმყარე რიგი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფაქტორებითაა განპირობებული. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავალუტო შემოდინებებია. ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის სავაჭრო ბრუნვამ 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ექსპორტი 1 მილიარდ 461 მილიონ დოლარს შეადგენს, ზრდის მაჩვენებელი კი 25%-ს აღწევს; ზრდა ფიქსირდება იმპორტთან მიმართებითაც და მისი მოცულობა 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ფარგლებშია.

ექსპორტის 25%-იანი მატება იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში მეტი ფული შემოდის, ეს კი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე დადებითად აისახება. გარდა ვაჭრობისა, გასათვალისწინებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფაქტორი, რომელიც ინვესტორებისა და ტრეიდერების განწყობაზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. 2022 წელს საქართველომ 2 მილიარდი დოლარის FDI მიიღო, რაც უმაღლესი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ტურისტული ნაკადების ფაქტორიც. 2022 წელს საქართველოში შემოსულმა ვიზიტორებმა 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 182%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველომ რუსი ვიზიტორებიდან მიიღო, კერძოდ, 891 მილიონი დოლარი.
ინვესტორების განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდაც. მიმდინარე წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 7.3%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.2 პროცენტია.

სავალუტო ნაკადების გაუმჯობესების გარდა, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე რეფინანსირების განაკვეთის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებაც პოზიტიურად მოქმედებს. მოგეხსენებათ, თანხის დაბანდება იმ ვალუტაში უფრო მომგებიანია, რომელშიც განაკვეთები მაღალია. საქართველოში კი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის სიმყარეს, გარკვეულწილად, სწორედ ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკაც განაპირობებს.

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way